შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საქართველოს ნაკრები ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის გამარჯვებულია

19 ივნისი 2018 მარცხნიდან მარჯვნივ - ლელა გიგაური, ელენე სამადბეგიშვილი, ზაქარია შველიძე (მწვრთნელი), ნინო კოტიშაძე და თამარ გოგიბერიძე

15-17 ივნისს ქალაქ კასინოში (იტალია) გაიმართა რიგით მესამე ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრი, რომლის გამარჯვებული საქართველოს გუნდია. საქართველომ ფინალში გერმანიის გუნდი დაამარცხა და შეჯიბრის გამარჯვებული გახდა.

ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრი ხუთი აკადემიკოსის, მათ შორის ქართველი, ზაქარია შველიძის ინიციატივით დაარსდა და ეხება ევროპულ დონეზე შრომის სამართლის საკითხებს.  შეჯიბრში ევროპის კავშირის 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ხოლო საქართველო ერთადერთი გუნდი იყო ევროკავშირის სივრცის გარეთ.

შეჯიბრს მსაჯობდნენ შრომის სამართლის გამოჩენილი პროფესორები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, პრაქტიკოსი იურისტები და მოსამართლეები ნიდერლანდებიდან და ავსტრიიდან. შეჯიბრის მსაჯები ასევე იყვნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ჟან-მიშელ სერვე და იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - სილვინა სკიარა.

წელს პირველად, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილებისთვის ეროვნული გუნდის შესარჩევი კონკურსი. კონკურსის შედეგად საქართველოს გუნდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სამი და საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის ერთი სტუდენტით დაკომპლექტდა.  

USAID/PROLoG აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტურ საგანმანათლებლო შეჯიბრებებს.  ჩვენი მხარდაჭერით 2015 წლიდან, 300-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრებებში.

USAID
Top of Page