შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

დამატებითი ტრენინგები ადამიანის უფლებებში მოსამართლის თანაშემწეებისთვის

19 ივნისი 2018 დამატებითი ტრენინგები ადამიანის უფლებებში მოსამართლის თანაშემწეებისთვის

11-12 მაისს და 9-10 ივნისს USAID/PROLoG-ისა და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ორგანიზებით გაიმართა ორი ტრენინგი ადამიანის უფლებებში თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის მიმართულების მოსამართლის თანაშემწეებისთვის. ორივე ტრენინგს უძღვებოდა ადამიანის უფლებათა ექსპერტი - ბესარიონ ბოხაშვილი და ის მოიცავდა სისხლის სამართალწარმოებისთვის მნიშვნელოვან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ექსპერტმა მიმოიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე (სიცოცხლის უფლება), მესამე (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა) და მეექვსე (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მუხლები.

ასევე, 8-9 და 15-16 ივნისს დამატებით ჩატარდა ტრენინგები საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი პრაქტიკისა და საერთო სასამართლოების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებების მომზადების შესახებ. ტრენინგებს უძღვებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე - კონსტანტინე ვარძელაშვილი, რომელსაც ჯამში 44 მოსამართლის თანაშემწე დაესწრო როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებიდან.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში ექსპერტები მენტორინგის კომპონენტში ჩაერთვებიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლის თანაშემწეებისთვის რეალურ საქმეებზე კონსულტაციების გაწევას. ტრენინგებისა და მენტორინგის კომპონენტების შეჯერებით პროგრამა გაზრდის მოსამართლის თანაშემწეების სამართლებრივ უნარებსა და ცოდნას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებში.

USAID/PROLoG აქტიურად არის ჩართული საქართველოში მოსამართლეთა საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებაში და განაგრძობს ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. 

 

***

სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით USAID/EWMI მხარს უჭერს მართლმსაჯულების გაძლიერებას, მოსამართლის დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებას და იურიდიული განათლების და პროფესიის განვითარებას. ამ მიზნით, 2010 წლიდან ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

USAID
Top of Page