შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ყოველწლიური შეჯიბრი სტუდენტებისთვის ადვოკატირების უნარ-ჩვევებში

27 ივნისი 2018 შეჯიბრის მონაწილეები, მოსამართლეები და საპატიო სტუმრები

23-24 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა სისხლის სამართალწარმოებაში ადვოკატირების უნარ-ჩვევების შეჯიბრს უმასპინძლა. შეჯიბრი წელს მეშვიდედ ჩატარდა. ის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფორმატით მიმდინარეობს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჰიპოთეტურ საქმეში ბრალდებისა და დაცვის მხარე წარმოადგინონ და უზრუნველყოფს სტუდენტებში სისხლის სამართლის საქმის მომზადების უნარ-ჩვევებისა და სასამართლო დარბაზში გამოსვლის ხელოვნების გაუმჯობესებას.

წელს შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტური გუნდები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი და  ორი რეგიონული  უნივერსიტეტი - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შეჯიბრს მსაჯობდნენ პრაქტიკოსი იურისტები, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები. ფინალში ერთმანეთს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელშიც გამარჯვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა. შეჯიბრის დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი და სხვები, რომლებმაც გუნდებს გამარჯვება მიულოცეს და სტუდენტები მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობისკენ წაახალისეს. 

USAID
Top of Page