შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ოცდაათზე მეტი ტრენერი მზად არის USAID/ PROLoG-ის მხარდაჭერილ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა გაუზიაროს კოლეგებს

21 ივნისი 2018 ექსპერტი გიგა ბათლიძე საუბრობს სამართლებრივი მართლწერის შესახებ

მაისი-ივნისის თვეში ოცდააათზე მეტმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შერჩეულმა ტრენერმა გაიარა USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი ტრენერთა-ტრენინგები შემდეგ თემებზე: ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი საქმეები (სისხლის სამართალი); ბ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი საქმეები (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი); გ) სამართლიანი სასამართლო განხილვის როლი საკუთრების უფლების დაცვაში; და დ) სამართლებრივი წერა. ტრენინგების შედეგად ადვოკატთა ასოციაციას ჰყავს კვალიფიციური ტრენერთა გუნდი, რომელიც შეძლებს კოლეგებისთვის ამ კურსების სწავლებას. კურსების თემატიკა ადვოკატთა ასოციაციას წევრებში ჩატარებული კვლევის შედეგად შეირჩა.

ტრენინგების ჩატარებამდე, USAID/PROLoG-მა ზემოთაღნიშნულ თემებზე მოდელური კურსების შესამუშავებლად დაიქირავა სამართლის ექსპერტები გიგა ბათლიძე, მაკა ნუცუბიძე და ლევან მესხორაძე.  ტრენინგები მოიცავდა როგორც ინდივიდუალურ სავარჯიშოებს, ასევე ჯგუფურ დავალებებსაც.  ტრენინგის მონაწილე მომავალმა ტრენერებმა ასევე მოამზადეს პრეზენტაციები, რომელზეც ექსპერტებისგან შესაბამისი უკუკავშირი მოისმინეს. ივლისიდან განგრძობადი იურიდიული განათლების კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დაიწყებს აღნიშნული კურსების შეთავაზებას წევრი ადვოკატებისთვის.

USAID
Top of Page