შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

PHR წარმომადგენლებმა ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

20 ივნისი 2018 PHR-ის იურისტი ანა თავხელიძე ესაუბრება მონაწილეებს გენდერული ძალადობის შესახებ

18 ივნისს, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოაჩინე საქართველოს კანონმდებლობის გამოუყენებელი შესაძლებლობები გენდერული დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად” ფარგლებში, თბილისში, PHR-ის წარმომადგენლებმა “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის” და დღის ცენტრების წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩაატარეს. სემინარს დაესწრო 14 მონაწილე, სოციალური მუშაკები, პედაგოგები და ფსიქოლოგები.

სემინარის მთავარი თემა იყო „დღის ცენტრების როლი ძალადობა გამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერის პროცესში“. PHR-ის იურისტმა ანა თავხელიძემ ისაუბრა როგორც გენდერულ და ოჯახურ ძალადობაზე, ასევე ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და სახელმწიფოში არსებულ სერვისებზე. შემდგომ მან ისაუბრა ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ და დღის ცენტრების როლზე მსგავსი ფაქტების იდენტიფიცირების საქმეში. მონაწილეები ასევე გაეცვნენ PHR-ის რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეს კიბერ ბულინგისა და ოჯახური ძალადობის შესახებ.     

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, მონაწილეებმა განიხილეს ის წინააღმდეგობები, რასაც ოჯახში ძალადობისას ბავშვთა და ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირებისას და შემდგომში, ძალადობის შესახებ შეტყობინებისას აწყდებიან. მათ აგრეთვე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის შემსწრე ბავშვისთვის ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების სირთულეებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან სამართალდამცავ უწყებებისადმი მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელის შესახებ.

 

USAID
Top of Page