შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ქართველი მოსამართლეები აშშ-ში ლიდერობის ტრენინგს დაესწრნენ

15 ივნისი 2018 ქართველი მოსამართლეები აშშ-ში, მართლმსაჯულების ეროვნულ კოლეჯში, მოსამართლეთა ლიდერობის ტრენინგს ესწრებიან

მიმდინარე წლის 2-11 ივნისს, თბილისის და გორის საქალაქო სასამართლოების ოთხმა მოსამართლემ გაიარა სასწავლო კურსი „ლიდერობა მოსამართლეებისთვის“. ტრენინგიი აშშ-ში, შტატ ნევადას ქალაქ რენოში, მართლმსაჯულების ეროვნულ კოლეჯში ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა USAID/PROLoG-ის მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში აშშ-ში განხორციელებულ მეორე ვიზიტს.

ქართველი მონაწილეები მაღალ დონეზე ფლობდნენ ინგლისურ ენას და სასწავლო პროგრამა გაიარეს ამერიკელ მოსამართლეებთან ერთად. ოთხ დღიანი კურსი მოიცავდა ეფექტიან ლიდერობას, ჯგუფებში ეფექტიან კომუნიკაციას და სხვა საკითხებს. ქართველმა მოსამართლეებმა მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ მუშაობაში ამერიკელ კოლეგებთან ერთად და წარმოადგინეს პრეზენტაცია მოსამართლეთა სათათბირო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებთ.

მართლმსაჯულების ეროვნული კოლეჯი (NJC) არის აშშ-ს მოწინავე დაწესებულება  სამოსამართლო განათლების სფეროში და პირველი ინსტიტუტი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს სხვადასხვა პროგრამებს ამერიკელ მოსამართლეებს. კოლეჯი მჭიდროდ თანამშრომლობს მართლმსაჯულების სისტემასთან მისი იმიჯის გაუმჯობესების, მოსამართლეთა პროდუქტიულობის გაზრდის და მათი პროფესიონალიზმის სრულყოფის მიზნით. NJC შეიმუშავებს სპეციფიკურ მიზნებზე მორგებულ პროგრამებს, ახორციელებს ტექნიკურ მხარდაჭერას, სთავაზობს მოსამართლეებს სერტიფიცირებულ პროგრამებს, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

საქართველოს მართლმსაჯულების მხარდაჭერის და გაძლიერების მიზნით, USAID/PROLoG ორგანიზებას უწევს დამატებით გაცვლით ღონისძიებებს საქართველოსა და აშშ-ს შორის. აღნიშნული გულისხმობს დამატებით სასწავლო ვიზიტებს ქართველი მოსამართლეებისთვის, მათ მიმაგრებას ამერიკის სასამართლოებში და ამერიკელი მოსამართლეების მრავალკვირიან მიმაგრებას საქართველოს სასამართლოებში.

USAID
Top of Page