შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

HRC წარმომადგენლებმა ადრეულ ქორწინებაზე კახეთის სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრეს

13 ივნისი 2018 HRC წარმომადგენლები კახეთის სკოლის მოსწავლეებთან ადრეულ ქორწინებაზე საუბრობენ

8 ივნისს, ადამიანის უფლებათა ცენტრის თბილისისა და კახეთის ოფისის წარმომადგენლებმა USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა” ფარგლებში, კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების კაბალისა და განჯალას სკოლის მოსწავლეებთან და მათ პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს. ორივე შეხვედრა სოფელ კაბალში ჩატარდა, ერთ შეხვედრას 18 მონაწილე ესწრებოდა კაბალის საჯარო სკოლიდან, ხოლო მეორეს 32 მონაწილე განჯალას საჯარო სკოლიდან.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ცქიტიშვილმა შეხვედრებზე მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და აქტივობების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ პროექტის საინფორმაციო ბუკლეტები. HRC წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ადრეულ ქორწინებასთან, ოჯახურ ძალადობასა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. HRC კახეთის ოფისის იურისტმა ყურადღება გაამახვილა ადრეული ქორწინების უარყოფით შედეგებსა და რისკებზე, როგორც სოციალურ ასევე ჯანმრთელობის კუთხით.

მოსწავლე გოგონები შეხვედრაზე აქტიურად იყვნენ დისკუსიაში ჩართულნი და გაიხსენეს რამდენიმე შემთხვევა, როცა მათი თანაკლასელები ადრეულ ასაკში გათხოვდნენ. ისაუბრეს იმაზეც რომ ხშირად ეს მშობლების მხრიდან ძალდატანებით ხდება. პედაგოგები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე, ადრეული ქორწინების ფაქტები ბოლო წლებში შემცირდა, თუმცა მსგავსი შემთხვევები ისევ ფიქსირდება. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც არასრულწლოვანი გოგონა თხოვდება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, ახალდაქორწინებული წყვილი აზერბაიჯანში მიდის შვილის გაჩენამდე, შემდეგ კი საქართველოში ბრუნდებიან. განჯალას საჯარო სკოლის პედაგოგმა ისაუბრა ერთი წლის წინანდელი შემთხვევის შესახებ, როდესაც სკოლის დირექტორმა მოახერხა გოგონას მშობლების დარწმუნება და ადრეული ქორწინების პრევენციის შედეგად, გოგონამ შეძლო სწავლის გაგრძელება.        

 

USAID
Top of Page