შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

HRC წარმომადგენლებმა შიდა ქართლის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

13 ივნისი 2018 საინფორმაციო შეხვედრა შიდა ქართლის სკოლის მოსწავლეებთან

6 ივნისს, ადამიანის უფლებათა ცენტრის თბილისისა და შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლები, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა” ფარგლებში, შეხვდნენ შიდა ქართლის დევნილთა ჩასახლებაში კარალეთის სკოლის მოსწავლეებს. HRC წარმომადგენლებმა, ყოფილ სახალხო დამცველ და მოწვეულ ექსპერტ უჩა ნანუაშვილთან ერთად საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გამართეს ადგილობრივ სათემო ცენტრში სტუდენტებსა და მათ პედაგოგებთან, ჯამში 25 მონაწილესთან.   

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ცქიტიშვილმა მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია HRC პროექტის შესახებ და ისაუბრა ქალთა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა მხრიდან მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ პროექტის საინფორმაციო ბუკლეტები. ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადრეული და იძულებითი ქორწინების, ოჯახური ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და რისკებზე, აგრეთვე ისაუბრა ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე. მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად იყვნენ დისკუსიაში ჩართულნი და ხაზი გაუსვეს სკოლებში მსგავსი შეხვედრების/ტრენინგების ჩატარების აუცილებლობას.     

 

USAID
Top of Page