შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

HRC წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

07 ივნისი 2018 HRC წარმომადგენელი ნინო ტლაშაძე და ექპერტი იდა ბახტურიძე ესაუბრებიან წალკის სკოლის მოსწავლეებს

31 მაისს, ადამიანის უფლებათა ცენტრის თბილისისა და ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლები USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა” ფარგლებში, შეხვდნენ ქვემო ქართლში, წალკის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონებს. HRC წარმომადგენლებმა, ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) კოორდინატორის და ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, იდა ბახტურიძესთან ერთად საინფორმაციო ტიპის შეხვედრები ჩაატარეს მოსწავლეებთან, მათ პედაგოგებსა და სკოლის დირექტორთან, ჯამში 60 მონაწილესთან.   

HRC პროექტის კოორდინატორმა ნინო ტლაშაძემ მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ორგანიზაციის და პროექტის შესახებ, ასევე ისაუბრა ქალთა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა მხრიდან მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობის შესახებ. შემდგომ იდა ბახტურიძემ ყურადღება გაამახვილა ადრეული ქორწინების უარყოფით შედეგებსა და რისკებზე, როგორც სოციალურ ასევე ჯანმრთელობის კუთხით. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში და ისაუბრეს სოციუმში გენდერული სტერეოტიპებისა და როლების შესახებ, აგრეთვე იმ ბარიერებზე, რომლებიც ადრეული ქორწინების შემდგომ ხელს უშლით საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე წვდომაში. მოსწავლეების თქმით, ისინი ხშირად მართავენ დისკუსიებს აღნიშნულ საკითხებზე, რაშიც სკოლის პედაგოგებიც იღებენ მონაწილეობას.

USAID
Top of Page