შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის კურსი PROLoG-ის მხარდაჭერით დასრულდა

05 ივნისი 2018 ტრენინგი მოსამართლეებისთვის საკორპორაციო/სამეწარმეო სამართალში

USAID/PROLoG-მა, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, მიმდინარე წლის აპრილში, მაისსა და ივნისში ორგანიზება გაუკეთა სამ ტრენინგს საკოპორაციო სამართალსა და კორპორატიულ მმართველობაზე საქართველოსა და ევროკავშირში. კურსი გასულ წელს PROLoG-ისა და GIZ-ის მიერ დაქირავებული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ იქნა შემუშავებული, რომლის პილოტირებაც მოსამართლე-ტრენერების ჯგუფთან მოხდა. ტრენინგების ამ რაუნდს ქეთევან მესხიშვილი, მოსამართლე-ტრენერი დამოუკიდებლად წარუძღვა. 

ტრენინგების დროს შემდეგი საკითხები იქნა განხილული: ევროკავშირის საკორპორაციო სამართალი და დირექტივები, კომპანიის დაფუძნება და და ამ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი დავები  საქართველოსა და ევროპაში; კომპანიების ფინანსური სტრუქტურა, მენეჯერებისა და აქციონერების უფლება-მოვალეობები, კაპიტალის შექმნისა და დახურული კორპორაციების სპეციფიკურ პრობლემებთან დაკავშირებული ევროპული პრინციპები. როცა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღება მოხდება, სასამართლოებს ახალი სამართლებრივი ცნებების გამოყენება და კანონის ინტერპრეტაცია ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მოუწევთ. ამ უნიკალური ტრენინგ-პროგრამის მოსალოდნელი შედეგი მოსამართლეთა გაზრდილი ექსპერტული ცოდნაა, რაც მათ რთული სამეწარმეო საქმეების განხილვაში დაეხმარებათ.

ტრენინგის დროს მოსამართლეებს დაურიგდათ „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი და მისი რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომელთა ოფიციალური პრეზენტაციაც მიმდინარე წლის 2 მაისს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა.  

PROLoG-ი მომავალშიც გააგრძელებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მხარდაჭერას და საკორპორაციო/სამეწარმეო სამართლის კურსს მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ჩაატარებს, რომელსაც კვლავ მოსამართლე-ტრენერები გაუძღვებიან.   

USAID
Top of Page