შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

„ადვოკატთა შესახებ“ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

01 ივნისი 2018 სამუშაო ჯგუფის წევრები „ადვოკატთა შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავენ (მარცხნიდან მარჯვნივ):დავით ასათიანი,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ლევან მჭედელაძე, იურიდიული კომი

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში მესამე მოსმენით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებები, რომელთა მიღებაც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ადვოკატთა ასოციაციის და  USAID/PROLoG-ის აქტიური თანამშრომლობის შედეგად  მოხდა, ხელს შეუწყობს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ გაძლიერებას. ამ საკითხებზე USAID/PROLoG და მისი წინამორბედი პროექტი აქტიურად 2012 წლიდან მუშაობდნენ.

 

ცვლილებების თანახმად:

 

  • დაწესდა საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირება;
  • დაიხვეწა ადვოკატთა პროფესიაში შესვლის სტანდარტი. ცვლილებების თანახმად, ადვოკატი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს პროფესიული ადაპტაციის ერთწლიანი პროგრამა. ასევე დაზუსტდა, რომ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ ან/და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მოეთხოვებათ მხოლოდ  პროფესიული ადაპტაციის 1-წლიანი პროგრამის თეორიული ნაწილის გავლა, რაც 3 თვეს შეადგენს;
  • 4-დან 2 წლამდე შემცირდა ეთიკის კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა. მისი არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ იქნება შესაძლებელი; ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად მოხდება 6 სათადარიგო წევრის არჩევა, რაც დაეხმარება კომისას შეუფერხებლად გააგრძელოს საქმიანობა ეთიკის კომისიის წევრის მიერ კომისიის დატოვების შემთხვევაში;
  • გაიზარდა ეთიკის კომისიის ფუნქციები მისი წევრებისთვის დოკუმენტაციის გამოთხოვის უფლების მინიჭებით მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე; ეთიკის კომისიამ არამარტო უნდა მოამზადოს, არამედ მხარეებსაც უნდა გაუგზავნოს დასაბუთებული გადაწყვეტილება;
  • დაიხვეწა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში დისციპლინური სახდელის გასაჩივრების და საჩივრის განხილვის წესი;
  • დადგინდა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან ვადის ათვლის ერთნაირი სტანდარტი, და მოხდა ვადის გაზრდა.

 

USAID
Top of Page