შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

GTUC-მა შრომით უფლებებზე მაისში სამი ტრენინგი ჩაატარა

31 მაისი 2018 GTUC იურისტი შრომით უფლებებზე ესაუბრება მონაწილეებს

USAID/PROLoG გრანტის “სტრატეგიული სამართალწარმოება და ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალებისთვის შრომით ურთიერთობებში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე” ფარგლებში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ შრომით უფლებებზე 2018 წლის მაისში სამი ტრენინგი ჩაატარა ქუთაისში (4 მაისს,) თბილისში (18 მაისს) და თელავში (30 მაისს). თითოეულ მათგანში  მონაწილეობა 20-ზე მეტმა სხვადასხვა სამუშაო ადგილებში დასაქმებულმა  და სამუშაოს მაძიებელმა  (ექიმები, ექთნები, მასწავლებლები, სოციალური  მუშაკები, საჯარო მოხელეები, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ტექსტილში დასაქმებულები და ა.შ.) მიიღო. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია შრომის ეროვნულ კანონმდებლობაზე, შრომის საერთაშორისო სტანდარტებსა და მათი  შესრულების თაობაზე ეროვნულ დონეზე. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენინგში და დასვეს შრომით უფლებებთან დაკავშირებული არაერთი კითხვა, როგორიცაა: წინა სახელშეკრულებო ურთიერთობები, შრომის ხელშეკრულების პირობები, სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომა, დეკრეტული შვებულება, ფეხმძიმე დასაქმებულის შეღავათები, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა, კოლექტიური შრომითი დავა, გაფიცვის უფლება, შრომის უსაფრთხოება, სოციალური პარტნიორობა და ა.შ. GTUC-ის იურისტებმა დაინტერესებულ პირებს იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.

USAID
Top of Page