შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

მოსამართლეები ფოთში და ქუთაისში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აშშ-ში მიღებულ ცოდნას კოლეგებს უზიარებენ

31 მაისი 2018 მოსამართლეები ფოთში და ქუთაისში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აშშ-ში მიღებულ ცოდნას კოლეგებს უზიარებენ

 

30 მაისს გაიმართა ორი საინფორმაციო შეხვედრა USAID/PROLoG-ის მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის გაფართოებული აქტივობების ფარგლებში, აშშ-ში ნამყოფი მოსამართლეების მონაწილეობით. შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლეების მიერ აშშ-ში მიღებული გამოცდილების  კოლეგების და სხვა დაინტერესებული პირებისათვის გაზიარება. პირველი შეხვედრა გაიმართა ქალაქ ფოთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რომელსაც უმასპინძლა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა თეიმურაზ სიხარულიძემ. ბატონი თეიმურაზი აპრილში, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, იმყოფებოდა აშშ-ში. მეორე შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, იმერეთის რეგიონში, რომელსაც უმასპინძლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა ლერი თედორაძემ. დისკუსიას უძღვებოდა მოსამართლე გოჩა დიდავა, რომელიც ასევე იყო აპრილში განხორციელებული სასწავლო ვიზიტის მონაწილე.

მიუხედავად იმისა, რომ ფოთში მხოლოდ ორი მოსამართლეა, შევედრას სულ 22 პირი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ მოსამართლეთა თანაშემწეები და სასამართლოს პერსონალი, ასევე ქალაქის მუნიციპალიტეტის, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები და კერძო ადვოკატები. ბატონმა თემურ სიხარულიძემ მისი პრეზენტაციის დასაწყისში წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად გაიზარდა ფოთის საქალაქო სასამართლოში საქმეთა რაოდენობა. კერძოდ, 464 საქმიდან 2013 წლის პირველ კვარტალში, 575 საქმემდე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. მზარდ დატვირთვასთან გამკლავებისთვის, მისი აზრით, მნიშვნელოვანია საქართველოს სასამართლოებში აშშ-ში გამოყენებული მეთოდების დანერგვა, რათა გაიზარდოს საქმეთა ნაკადის მართვის და სასამართლო მოსმენების ეფექტურობა. აღნიშნულის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და საქმეთა მორიგებით დასრულების ხვედრითი წილის გაზრდა. ბატონმა თეიმურაზმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა დანერგოს აშშ-ში არსებული პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეებისა და ადვოკატების თანამშრომლობას არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა ნილ ვაინსტაინმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც USAID/PROLoG უწევს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას. მან ასევე უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც უკავშირდებოდა აშშ-ში საქმეთა ნაკადის მართვას, სასამართლო განხილვების პრაქტიკას და საქმეთა გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს.

ქუთაისში გამართულ პრეზენტაციას ქალაქში დანიშნული 11 მოსამართლიდან, 9 დაესწო. მოსამართლე გოჩა დიდავამ ისაუბრა აშშ-ს ფედერალურ და შტატის სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვის პრაქტიკაზე, საქმეთა ელექტრონულად მართვის მნიშვნელობაზე, საქართველოში სასამართლო მოსმენამდე სავალდებულო მედიაციის დანერგვის შესაძლებლობაზე და მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ბატონმა ნილ ვაინსტაინმა კვლავ გააცნო დამსწრეებს ის აქტივობები რომლებსაც USAID/PROLoG საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში ახორციელებს, მათ შორის იმ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, რომელთა შესახებაც შეხვედრის მსვლელობისას მოსამართლე გოჩა დიდავამ ისაუბრა.

 

USAID
Top of Page