შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

თბილისიდან გაცვლით პროგრამაში მონაწილე მოსამართლეები უზიარებენ კოლეგებს აშშ-ში მიღებულ გამოცდილებას

25 მაისი 2018 თბილისიდან გაცვლით პროგრამაში მონაწილე მოსამართლეები უზიარებენ კოლეგებს აშშ-ში მიღებულ გამოცდილებას

2018 წლის აპრილში, USAID/PROLoG-ის მოსამართლეთა გაცვლის გაფართოებული პროგრამის მიერ ორგანიზებული პირველი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ინსტანციის 8 ქართველი მოსამართლე აშშ-ში იმყოფებოდა. 24 მაისს, ვიზიტში მონაწილე 4-მა მოსამართლემ გამართა პრეზენტაცია 35 კოლეგა მოსამართლისთვის ვიზიტის მიმდინარეობისას მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით.

ღონისძიებას უძღვებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონი ვასილ მშვენიერაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა USAID-ს და PROLoG-ს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისთვის გაწეული დახმარებისთვის. ბატონმა ვასილმა აღნიშნა, რომ მან საკმაოდ დიდი ინფორმაცია მიიღო ზემოთაღნიშნულ ღონისძიებაზე, მისი განცხადებით მოსამართლეები იმდენად აღტაცებულნი იყვნენ, რომ დაბრუნების შემდგომ, რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრის თემას მხოლოდ აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენდა. PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ნილ ვაინსტაინი ასევე მიესალმა მონაწილეებს და მიაწოდა მათ ინფორმაცია იმ ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც USAID/PROLoG უწევს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას.

ვიზიტში მონაწილე ოთხივე მოსამართლემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან გამოცდილებაზე, რომელიც მათ სასწავლო ღონისძიების ფარგლებში მიიღეს; განსაკუთრებით ხაზგასმულად აღინიშნა მედიაციასთან დაკავშირებული საკითხები. მოსამართლეებმა ისაუბრეს მედიაციის როლზე გადატვირთულობასთან ბრძოლაში და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.  მათ ასევე გამოთქვეს მოსაზრება, იმ საქმეთა კატეგორიის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, რომლის განხილვა მაგისტრატი მოსამართლეების მიერ, გამარტივებული პროცედურებით იქნება შესაძლებელი. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ განაცხადა, რომ აშშ-ში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, იგი მომავალში უფრო აქტიურად მიუთითებს მხარეებს საქმის სავარაუდო შედეგის შესახებ, შეთავაზებს საქმის მორიგებით დასრულებას და მორიგების პირობებს. მისი განცხადებით აღნიშნული პრაქტიკა დაზოგავს დროს და ძალისხმევას, რადგან გაათავისუფლებს მხარეებს არარეალური მოლოდინებისგან.

მოსამართლე ნინო ყანჩაველმა ისაუბრა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე, ასევე „მართლმსაჯულების ფედერალური ცენტრის“ როლზე სასამართლო სისტემის მხარდაჭერის პროცესში და სპეციალიზებული „საოჯახო სასამართლოების“ ეფექტურობაზე რთული საქმეების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. მოსამართლე დალი აბჟანდაძემ ისაუბრა იმაზე თუ როგორ ეხმარება მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის არაფორმალური შეხვედრების პრაქტიკა მართლმსაჯულების სისტემას და რამდენად არის აღნიშნული პროცესი ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე. მოსამართლე მაია გიგაურმა დადებით კონტექსტში ისაუბრა საზოგადოების მიერ მოსამართლეთა კრიტიკის შესახებ და დასძინა, რომ მხარეების მიერ სასამართლო გადაწყვეტილებებზე ელექტრონული წვდომა გაზრდის საქმეების სწრაფად გადაწყვეტის შესაძლებლობას, რადგან მხარეებს ექნებათ ინფორმაცია მსგავს საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ხაზი გაუსვა აშშ-ში მოსამართლეთა და ადვოკატთა შორის არსებულ ურთიერთობას და საზოგადოების მხრიდან მოსამართლეებისადმი ნდობის მაღალ ხარისხს. მისი განცხადებით, იგი პრიორიტეტს მიანიჭებს საქმეზე ხარისხიანი გადაწყვეტილების მიღებას და არა მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობას.

ვიზიტის მონაწილეებმა დამსწრეებს ასევე გადასცეს PROLoG-ის და აშშ-ში მასპინძელი ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ყველაზე სასარგებლო მასალები და დაპირდნენ მათი ელექტრონული ვერსიების გაზიარებას. მონაწილეებმა რეკომენდაცია გაუწიეს კოლეგა მოსამართლეებს, შესაძლებლობის შემთხვევაში, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა USAID/PROLoG-ის მომავალ ღონისძიებებში.

USAID
Top of Page