შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სიახლეები

  • 2017
    28
    ივნ

    EWMI/PROLoG-ის ორგანიზებით მოსამართლეებისთვის საკორპორაციო სამართლის კურსის შემუშავებისთვის მეორე ტრენინგი ჩატარდა

    EWMI/PROLoG-მა, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ქართველ მოსამართლეთა ჯგუფისთვის ორგანიზება გაუკეთა ტრენერთა მეორე ტრენინგს საკოპორაციო სამართალსა და კორპორატიულ მმართველობაზე საქართველოსა და ევროკავშირში. მიმდინარე წლის მაისში ჩატარებული ტრენინგის მსგავსად, 10-11 ივნისის  ტრენინგიც მოიცავდა პრეზენტაციებს, კაზუსებს, დისკუსიებსა და დავალებებს, რომელთა საშუალებითაც მოხდა მოსამართლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკორპორაციო სამართლის ისეთი მნიშვნელოვანი ცნებების შესახებ, როგორიცაა ფიდუციური ვალდებულებები, სამეწარმეო გადაწყვეტილების წესი და დირექტორების გულისხმიერების  ვალდებულება.

    საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველომ მომდევნო სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში ევროკავშირის საკორპორაციო სამართლის რამდენიმე დირექტივა უნდა განახორციელოს. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო იმპლემენტაციის პროცესი და დონორთა დახმარებით (მათ შორის EWMI/PROLoG-ის მონაწილეობით) შეიმუშავა მეწარმეთა შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღებაც მიმდინარე წელს იგეგმება. მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი ქართულ კანონმდებლობაში თანამედროვე სამართლებრივ ნიუანსებს შემოიტანს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კორპორატიულ მმართველობას, მეტი ინვესტიციის მოზიდვას და ეკონომიკურ განვითარებას. მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს სასამართლოებს მოუწევთ ახალი ცნებებით ხელმძღვანელობა და კანონის ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად ინტერპრეტაცია და გამოყენება. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის დირექტივები საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის განვითარებაზე მომავალი წლების განმავლობაშიც ძლიერ ზეგავლენას მოახდენს, ხოლო აღნიშნული კურსი კი იქნება ბაზისი მოსამართლეებისთვის სამომავლო პროგრამების შემუშავებისთვის. მომავალი ტრენერები, რომლებმაც EWMI/PROLoG-ისა და GIZ-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგები გაიარეს, შეძლებენ ქართველი მოსამართლეების გადამზადებას ახალი, გაზრდილი პასუხისმგებლობების შესასრულებლად.   

    ვრცლად..
  • 2017
    26
    ივნ

    EWMI/PROLoG მხარს უჭერს ქართველი სტუდენტების მონაწილეობას ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრში

    EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში რომელიც 15-17 ივნისს აარჰუსში (დანია) ჩატარდა.  აღნიშნული შეჯიბრი ხუთი აკადემიკოსის, მათ შორის ქართველის, ინიციატივით დაარსდა და ეხება ევროპულ დონეზე შრომის სამართლის საკითხებს.

    წელს შეჯიბრში 13 გუნდი მონაწილეობდა შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ლიტვა, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, და ევროპული გუნდი (4 სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან). საქართველო ერთადერთი მონაწილე გუნდია ევროკავშირის სივრცის გარეთ. შეჯიბრს მსაჯობდნენ ევროპის მასშტაბით გამოჩენილი აკადემიკოსები, პრაქტიკოსი იურისტები და მოსამართლეები. მეოთხედ-ფინალში ქართული გუნდი დაუპირისპირდა პოლონეთისა და საფრანგეთის გუნდებს და საკმაოდ მაღალი ქულები დაიმსახურა ზეპირ გამოსვლებში. ფინალში ერთმანეთს პოლონეთისა და ფინეთის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც გამარჯვება ფინეთის გუნდმა მოიპოვა.

    ჰუგო ზინსჰაიმერის შეჯიბრი ყოველწლიურად ტარდება და რიგით მესამე შეჯიბრი 2018 წლის ივნისში, იტალიაში, ქალაქ კასინოში ჩატარდება, მანადე კი საორგანიზაციო კომიტეტი იანვრის თვეში თბილისში შეიკრიბება. 

    ვრცლად..
  • 2017
    26
    ივნ

    EWMI/PROLoG მხარს უჭერს აკადემიური წერის პროექტს

    23 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა აკადემიური წერის განვითარების პროექტის პრეზენტაციას. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, EWMI/PROLoG-ს სამართლის სკოლებისთვის აკადემიური წერის სახელმძღვანელოს შექმნის ინიციატივით მიმართა. აღნიშნული სახელმძღვანელო მიზნად ისახავს აკადემიური წერისა და ციტირების ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბებას სამართლის სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, რომლებიც სამართლებრივ წერასა და კვლევაში არიან ჩართული. სახელმძღვანელო დაეფუძნება ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპული სამართლებრივი წერის სტანდარტებს, რომელიც ადაპტირებული და მორგებული იქნება ქართულ რეალობაზე. 

    პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა უმასპინძლა. მან სტუდენტებში აკადემიური წერის გაუმჯობესებისა და პროფესორთა აკადემიურ კვლევაში ჩართულობის საჭიროებების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის მზაობას მხარი დაუჭიროს მსგავ ინიციატივებს. ანა დოლიძემ ისაუბრა სახელმძღვანელოს სტრუქტურასა და მუშაობის პროცესზე, რომელიც მოიცავდა რამდენიმე შეხვედრას სტუდენტებთან და კონსულტაციებს აკადემიკოსებსა და პროფესორებთან.

    სახელმძღვანელოს დასრულება 2017 წლის სექტემბრისთვის იგეგმება, რის შემდეგაც ის აქტიურად გავრცელდება ყველა სამართლის სკოლაში. 

    ვრცლად..
  • 2017
    21
    ივნ

    მოსამართლეებისა და მოსამართლის თანაშემწეებისათვის გენდერული თანასწორობის მიმართულებით ტრენინგები ჩატარდა

    14-19 ივნისს EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერით მოსამართლეებისა და მოსამართლის თანაშემწეებისათვის განკუთვნილი ტრენინგები დასრულდა გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

    კურსი „მართლმსაჯულების გაძლიერება გენდერული თანასწორობის გზით“ თავდაპირველად PROLoG-ის ამერიკელი ექსპერტის, პატრიცია ნუნანის ჩართულობით შეიქმნა. მან ქართველ მოსამართლე ტრენერებთან ერთად იმუშავა კურსის სილაბუსის მომზადებაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროგრამის ნაწილი გახდა როგორც მსმენელების (მომავალი მოსამართლეებისათვის), ისე მოქმედი მოსამართლეებისათვის.

    2016 წლის ბოლოს, პატრიცია ნუნანისა და ადგილობრივი ექსპერტის, ბაია პატარაიას ხელმძღვანელობით სამ მოსამართლე-ტრენერს - ნინო ბაქაქურს, ბადრი ნიპარიშვილსა და მაია ბაქრაძეს ტრენერების ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის შედეგად მათ გაიღრმავეს ცოდნა სამართლებრივი პრაქტიკის (როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე) მიმართულებით და განაახლეს პროგრამა უკვე ჩატარებული ტრენინგების მონაწილეთა რეკომენდაციების შესაბამისად.

    2017 წლის გაზაფხულზე PROLoG-ისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ დაიგეგმა მოსამართლეებისა და მოსამარტლეთა ასისტენტებისათვის მიმდინარე წლის ივნისში ორი ტრენინგის ჩატარება.

    ორდღიანი კურსის მიმდინარეობისას, ოცდათხუთმეტამდე მონაწილე გაეცნო გენდერის მნიშვნელობას, განიხილეს გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაცია, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა, სამოსამართლო ეთიკის საკითხები, გენდერული მიკერძოებულობა, ოჯახური ძალადობა და ამ პრობლემათა სამართლებრივი ასპექტები.

    ტრენინგები EWMI/PROLoG-ის მიერ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მხარდაჭერის ნაწილია. აღნიშნული კურსი უკვე იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამის ნაწილია. გენდერული თანასწორობის მიმართულებით ტრენინგები მომავალში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლე ტრენერების მიერ დამოუკიდებლად ჩატარდება.

    ვრცლად..
  • 2017
    14
    ივნ

    საერთაშორისო საკონსტიტუციო სამართლის ვენის ჟურნალი EWMI/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილ სტატიას აქვეყნებს

    2017 წლის მაისში, საერთაშორისო საკონსტიტუციო სამართლის ვენის ჟურნალმა, EWMI/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელის, ვახუშტი მენაბდის სტატია გამოაქვეყნა. სტატიის სათაურია: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: ქმედუნარიანობის ინსტიტუტი და მისი გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე.

    საერთაშორისო საკონსტიტუციო სამართლის ვენის ჟურნალი ემსახურება იურიდიული ცოდნის გაუმჯობესებას საერთაშორისო საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და თავს უყრის აკადემიკოსებისა და სხვადასხვა სამართლის ექსპერტების მაღალი დონის, რეფერირებად სტატიებს. ვახუშტი მენაბდის სტატიაში საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ იმ ნორმების კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება ფიზიკურ პირთა ქმედუუნაროდ აღიარებას და კონკრეტულად ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა სამოქალაქოსამართლებრივი ნების გამოვლენის შეუძლებლობას. სიტუაციას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ პირის ქმედუუნაროდ აღიარება განუსაზღვრელი დროით ხდებოდა. მოსარჩელეები დაობდნენ, რომ აღნიშნული ნორმები ეწინააღმდეგებოდა პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და თანასწორობის უფლების მოთხოვნებს. სასამართლოს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს 6 თვიანი ვადა განუსაზღვრა შესაბამისი რეფორმების გასატარებლად. ამ საქმემ სათავე დაუდო ქმედუუნარობის ინსტიტუტის რეფორმებს საქართველოში. 

    ვრცლად..
  • 2017
    12
    ივნ

    EWMI-PROLoG -ისა და სახალხო დამცველის ოფისის ერთობლივი მუშაობა გონივრული მისადაგების პრინციპებზე

    EWMI-PROLoG-მა სახალხო დამცველის ოფისთან ერთად მოიწვია მაასტრიხტის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეა ბროდერიკი, რომელიც გვირჩევს, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს გონივრული მისადაგების კონცეფცია საქართველოს კანონმდებლობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციასთან (CRPD) შესაბამისად. კონვენციის მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გონივრულ მისადაგებაზე უარი დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევა, რაც საქართველოს კანონმდებლობაში ასახული არ არის. ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკებზე ანგარიშის მომზადების შემდეგ, დაინტერესებული მხარეებისთვის ანგარიშის წარდგენისა და სამომავლო ნაბიჯებზე ერთობლივი მსჯელობის მიზნით, პროფესორი ბროდერიკი საქართველოს ესტუმრა.

    ვრცლად..
  • 2017
    08
    ივნ

    GDI- ის საკონსულტაციო შეხვედრა ადიგენის მუსლიმ მოსახლეობასთან EWMI / PROLoG-ის მხარდაჭერით

    2017 წლის 30 მაისს, პროექტ „სამართალწარმოება თანასწორობისათვის“ ფარგლებში საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭელა, აფიეთი, მოხე, ღორთუბანი შეხვედრები გამართა ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა GDI- ის ახალი იურიდიული დახმარების პროექტისა და ქალთა უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. გარდა ამისა, GDI- მ გამოიყენა შეხვედრა სტაჟირებით დაინტერესებული პირების იდენტიფიცირებისათვის. თორმეტი სტაჟიორი  მოემსახურება კონტაქტურ პუნქტებს და იურიდიულ პირებს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ GDI- ს სამართლებრივ დახმარებასა და ცნობიერების ამაღლებაში. შეხვედრების გარკვეული ნაწილი სამართლებრივ კონსულტაციასაც დაეთმო. უფასო იურიდიული კონსულტაცია 4  მამაკაცსა და 11ქალს გაეწია.

    საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტებმა შეხვედრის განმავლობაში ისაუბრეს ოჯახში ძალადობასა და ნაადრევ ქორწინებაზე. GDI-იმ ასევე განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა მეუღლეთა თანასაკუთრება, მემკვიდრეობა, განქორწინების სამართლებრივი ასპექტები და სხვა. დისკუსიისას გამოიკვეთა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში. ნაადრევი ქორწინების საკითხზე მსჯელობისას  გამოიკვეთა, რომ განსხვავებით სხვა ტერიტორიული ერთეულებისგან (ნინოწმინდა, ახალქალაქი, ხულო, შუახევი) ამ სოფლებში ნაადრევი ქორწინების პრობლემა არსებითი სიმწვავით აღარ დგას.

    ვრცლად..
  • 2017
    07
    ივნ

    EWMI/PROLoG მხარს უჭერს სამართლის სკოლებში ადამიანის უფლებათა სწავლებას

    2-3 ივნისს, EWMI-PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილმა ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, პროფესორმა ვახუშტი მენაბდემ გამართა მეორე სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა სამართლის პროფესორებისთვის რვა უნივერსიტეტიდან. პირველი შეხვედრის დროს, რომელიც 18 თებერვალს გაიმართა, ვახუშტი მენაბდემ კოლეგებს ადამიანის უფლებათა სამართლის კურსის სილაბუსი და მასწავლებლის სახელმძღვანელოს პირველადი მონახაზი გაუზიარა, მეორე შეხვედრის დროს კი მნიშვნელოვანი კომენატრები და რჩევები მიიღო მათგან. ჯიპას გრანტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მოდელური მასწავლებლის სახელმძღვანელოს შემუშავებაა. დასრულების შემდეგ ახალი სასწავლო კურსი დაეხმარება პროფესორებს ადამიანის უფლებათა კომპლექსური საკითხები თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით ასწავლონ ხოლო მასწავლებლის სახელმძღვანელო არის გზამკვლევი თითოეული ლექციისთვის და მოიცავს ინსტრუქციებს სწავლების თითოეული ეტაპისთვის და  ასევე სავარჯიშოებს, სიმულაციებს და სხვა აქტივობებს. მასწავლებლის სახელმძღვანელო უახლოეს მომავალში დასრულდება და საქართველოს ყველა სამართლის სკოლას და პროფესორს დაურიგდება.

    ვრცლად..
  • 2017
    07
    ივნ

    EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის პრეზენტაცია გაიმართა

    2017 წლის 27 მაისს, EWMI/PROLoG-მა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან  თანამშრომლობით (GIZ), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის კომენტარის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს უზენაესი სასამართლო მასპინძლობდა. პრეზენტაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გიორგი ჩხეიძემ, EWMI/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა და შალვა პაპუაშვილმა, GIZ-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა. პროფესორმა ლადო ჭანტურიამ, საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და კომენტარის მთავარმა რედაქტორმა მონაწილეებს გააცნო პუბლიკაციის კონცეფცია და მისი სტრუქტურა. გამომსვლელებმა ისაუბრეს პუბლიკაციის მნიშვნელობაზე და მის როლზე იურიდიული წრეებისთვის. ხაზი გაესვა შემდგომი პუბლიკაციების საჭიროებასაც.

    პუბლიკაცია, რომლის გამოცემაც ხუთ წიგნად იგეგმება, წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებების ანალიზსა და ამონარიდებს საქმეებიდან, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება როგორც მოსამართლეებისთვის, ისე ადვოკატებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო კოდექსის დებულებათა სწორი და ერთგვაროვანი ინტერპრეტაცია. კომენტარების გამოცემას მოუთმენლად ელოდებოდნენ სამართლის სპეციალისტები და პრაქტიკოსი იურისტები, რადგან აღნიშნული პუბლიკაცია 2000-2001 წლის შემდეგ პირველად განახლდა. კომენტარების ავტორები ცნობილი მკვლევარები და პრაქტიკოსი იურისტები, მათ შორის ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები, არიან. 

    ვრცლად..
  • 2017
    02
    ივნ

    EWMI-PROLoG მხარს უჭერს სტუდენტურ კონფერენციას სოციალური და ეკონომიკური უფლებების საკითხებზე

    30 მაისს, EWMI-PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილმა ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ვახუშტი მენაბდემ მედია კლუბ „ფრონტლაინ საქართველოში“ ორგანიზება გაუწია სტუდენტურ კონფერენციას სოციალური და ეკონომიკური უფლებების თემაზე.  კონფერენციის მონაწილეები ესეების კონკურსის შედეგად შეირჩნენ. სტუდენტები ექვსი უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ აღნიშნულ ღონისძიებას. სტუდენტებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტებიდან წარადგინეს მოხსენებები შემდეგ თემებზე: სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე, მომხმარებელთა უფლებები როგორც ფუნდამენტური უფლებები და სოციალურ-ეკონომიკური უფლებები საქართველოს 1921 და 1995 წლების კონსტიტუციაში. თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია მოცემულ საკითხზე. კონფერენციის მოდერირებას ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი უწევდა. კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვდნენ ადამიანის უფლებათა სამართლის წიგნებით. 

    ვრცლად..
1 2 3 4 5 >>
Top of Page