სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეგულირების მექანიზმი
2019 წელს, საქართველო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების ინიციატივით და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები სექსუალური შევიწროების სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში რეგულირების მიზნით, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული გახდა მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის მიზნით, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.
კანონის მოთხოვნის ეფექტური აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, USAID/PROLoG-მა, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეგულირების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას.
USAID/PROLoG გთავაზობთ, უფასოდ გადმოტვირთოთ შემუშავებული მექანიზმი და საჩივრის ფორმა და მოარგოთ თქვენი ორგანიზაციის შინაგანაწესს, რაც დაგეხმარებათ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციასა და რეგულირებაში.