შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო
2018
10
ოქტ
USAID/PROLoG-მა საქართველოში ორი ამერიკელი მენტორი მოსამართლე ჩამოიყვანა

USAID/PROLoG-მა, მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სპეციალიზაციის ქართველი მოსამართლეების მენტორინგის მიზნით, საქართველოში ჩამოიყვანა ორი გამოცდილი მენტორი მოსამართლე აშშ-დან.

ვრცლად
 
2018
03
ოქტ
აშშ-ის სასამართლოში გამოცდილების მისაღებად მეორე ქართველი მოსამართლე გაემგზავრა

USAID/PROLoG-მა, მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში, აშშ-ს სასამართლოში გამოცდილების მისაღებად სამოქალაქო სპეციალიზაციის მეორე ქართველი მოსამართლე გააგზავნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მადი ჩანტლაძე 24-28 სექტემბერს მიმაგრებული იყო ვირჯინიის აღმოსავლეთ ოლქის ფედერალურ საოლქო სასამართლოში. მოსამართლე ჩანტლაძეს მასპინძლობას უწევდა ამერიკელი მოსამართლე ენტონი ტრენგა, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში და აქვს ქართველ მოსამართლეებთან მუშაობის გამოცდილება.

ვრცლად
 
2018
25
სექ
ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის კვირეული

2017 წლის ივნისში USAID/PROLoG-ისა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF) მიერ გაიცა გრანტი არასამთავრობო ორგანიზაციებზე  ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების შესახებ სისტემატიური მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების განვითარების მიზნით. 17-დან 21 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა რვა პრეზენტაცია, სადაც პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის საბოლოო შედეგები წარადგინეს.

ვრცლად
 
2018
21
სექ
USAID/PROLoG მხარს უჭერს ყოველწლიურ საზაფხულო სკოლას ადამიანის უფლებებში

9-13 სექტემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა USAID/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ საზაფხულო სკოლას სტუდენტებისთვის. საზაფხულო სკოლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომობით ჩატარდა და მასში მონაწილეობას საქართველოს ხუთი უნივერსიტეტის 30 სტუდენტი ღებულობდა. წლევანდელი საზაფხულო სკოლის თემა იყო პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლების პრაქტიკაში. PROLoG-ის ამერიკელი პარტნიორი ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა ქრეიგ მარტინმა წარმოადგინა ამერიკული და კანადური გამოცდილება, ხოლო ქართველმა ექსპერტებმა მიმოიხილეს როგორც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე სახალხო დამცველის ოფისის პრაქტიკა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. საზაფხულო სკოლის დასასრულს ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი სადაც სტუდენტებს წინა დღეებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოეყენების საშუალება მიეცათ.

ვრცლად
 

USAID
Top of Page