შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო
2018
07
ნოე
USAID/PROLoG აგრძელებს ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების მხარდაჭერას

USAID/PROLoG აგრძელებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას განავითარონ ადამიანის უფლებათა ტრენინგების კურიკულუმი და განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამა.  PROLoG-ის მონაწილეობით განგრძობადი იურიდული განათლების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ოთხი ახალი კურსი: 

ა) სამართლიანი სასამართლო განხილვის როლი საკუთრების უფლების დაცვაში;

ბ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებზე;

გ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე;

დ) სამართლებრივი მართლწერა.

ვრცლად
 
2018
31
ოქტ
ვაშინგტონში და სან-ფრანცისკოში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის მონაწილეები კოლეგებს მიღებულ გამოცდილებას უზიარებენ

2018 წლის ივლისში, აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემის შესწავლის მიზნით, ვაშინგტონში და სან-ფრანცისკოში გაემგზავრა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის სააპელაციო ინსტანციის 8 მოსამართლე, ასევე USAID/PROLoG-ის „მართლმსაჯულების აკადემიის“ ერთ-ერთი გამარჯვებული მოსამართლის თანაშემწე.

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ვიზიტის სამმა მონაწილემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან, ორგანიზება გაუწია გაფართოებულ დისკუსიას ვიზიტის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ.  პრეზენტაციას დაესწრნენ სასამართლოს სხვა მოსამართლეები, მოსამართლის თანაშემწეები, სხდომის მდივნები და სასამართლოს სხვა პერსონალი, ასევე ადვოკატები, პროკურორები და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები. 

ვრცლად
 
2018
29
ოქტ
USAID/PROLoG-ის ექსპერტმა, ბრაიან ლედუკმა სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურებისა და ნაშთის ზრდის მიზეზების წინასწარი შესწავლა დაასრულა

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით განხორციელდა სასამართლო სისტემაში საქმეთა გაჭიანურებისა და ნაშთის ზრდის მიზეზების წინასწარი შეფასება.

ამ მიზნით, PROLoG-ის ექსპერტი, ბრაიან ლედუკი საქართველოს ორი კვირით ეწვია და შეხვედრების ციკლი თბილისისა და გორის საქალაქო სასამართლოების ოცზე მეტ მოსამართლესთან და აპარატის თანამშრომლებთან გამართა. ექსპერტი ასევე გაეცნო საქმეთა გაჭიანურების აღმოსაფხვრელად სასამართლოების მიერ უკვე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას და შეისწავლა ის მონაცემები, რომელთა საშუალებითაც ხდება გაჭიანურებისა და ნაშთის აღრიცხვა.

ვრცლად
 
2018
29
ოქტ
USAID/PROLoG-ის ორგანიზებით, სტრატეგიული კომუნიკაციის კონცეპტუალურ საკითხებზე აშშ ექსპერტის, ვივიენ უოქერის პრეზენტაცია გაიმართა

24 ოქტომბერს USAID/PROLoG-მა ორგანიზება გაუწია შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის საბჭოსთვის სტრატეგიული კომუნიკაციის კონცეფციის შესახებ პრეზენტაცია ამერიკელმა ექსპერტმა, ვივიენ უოქერმა ჩაატარა.

შეხვედრა USAID საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების მიმართულების დირექტორმა, ადამ შმიტმა გახსნა. საჯარო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტმა, ვივიენ უოქერმა ისაუბრა სტრატეგიული კომუნიკაციის ძირითადი ელემენტებსა და სტრატეგიული საკომუნიკაციო გეგმის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს მართლმსაჯულების სისტემისათვის დამახასიათებელი ცალკეული საკითხებიც, რამაც, ღია დისკუსიის პირობებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა.

ვრცლად
 
სიახლეები...

USAID
Top of Page