შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) - პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ქვე-პროექტი

ხანგრძლივობა: 05.25.2015 – 03.31.2020

თანხის ოდენობა: $1,813.362

პროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა და სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. საია ეწევა ადვოკატირებას კანონმდებლობისა და სხვა რეგულაციების გასაუმჯობესებლად  მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების სფეროებში. ამ მიზნით საია წარმოადგენს მოსაზრებებს საკანონმდებლო ინიციატივებზე შესაბამის სამთავრობო უწყებებთან, საპარლამენტო კომიტეტებში, და აკვირდება კანონებისა და რეგულაციების დანერგვის პროცესს. სასამართლოს მონიტორინგის პროექტის ფარგლებში საია აკვირდება სისხლის სამართლის პროცესებს თბილისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში და გორისა და თელავის რაიონულ სასამართლოებში. მონიტორინგის შედეგად საია ამზადებს რეგულარულ ანგარიშებს, სადაც გაანალიზებულია  სისხლის სამართლის პროცესების პრობლემური საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, წინასწარი პატიმრობის გამოყენება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა, და საპროცესო გარიგებები. საია ასევე უწევს იურიდიულ დახმარებას მოწყვლად ჯგუფებს და არჩევს საქმეებს სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უმცირესობებისა და ქალების უფლებების დასაცავად. იურიდიული დახმარების მიწოდება ხდება თბილისისა და რვა რეგიონალური ოფისის საშუალებით. გარდა ამისა, საია აწყობს გასვლებს რეგიონებში მოწყვლადი ჯგუფებისათვის იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

USAID
Top of Page