შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA) - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერა

ხანგრძლივობა:  10.31.2016 – 11.30.2018

თანხის ოდენობა: $143,033

პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერას, რათა მოხდეს საადვოკატო საგამოცდო პროცესის დახვეწა, სტაჟირების პროგრამის შემუშავება, ეთიკის კომისიის მხარდაჭერა, განგრძობითი იურიდიული განათლების ახალი კურსების შემოღება თბილისსა და რეგიონებში, და ასოციაციის წევრებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. 2016-2017 წლებში პროექტის შედეგად გაუმჯობესდა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროცესი. მომზადდა სპეციალური ვიდეო, რომელშიც მოცემულია ინსტრუქციები საკვალიფიკაციო გამოცდისათვის.  საგანმანათლებლო საბჭოს მხარდსაჭერად    დეტალურად გაიწერა საგამოცდო საკითხები სამართლის სხვადასხვა სფეროდან. ჩატარდა ორი მრგვალი მაგიდა, სადაც მოხდა გამოცდის შედეგების წარდგენა. ასოციაციამ ასევე შეიმუშავა სტაჟირების პროგრამის ტრენინგ-მოდულები. პროგრამის ფარგლებში მოეწყო ეთიკის კომისიისთვის სხდომების ოთახი.   ამასთანავე, პროექტის ფარგლებში მომზადდა ეთიკის კომისიაში შესატანი  ელექტრონული საჩივრისა და მისი შევსების წესების შესახებ ვიდეო ინსტრუქცია, რომელიც ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსდა. ეთიკის კომისიის წევრები ეწვივნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, სადაც განიხილეს კომისიის პრაქტიკა და კომისიის მიერ ყველაზე ხშირად განხილული დარღვევები.

ამჟამად ასოციაცია მუშაობს საადვოკატო გამოცდის კითხვების შედგენის სახელმძღვანელო პრინციპებზე, რომლებიც ასოციაციას დაეხმარება საგამოცდო კითხვების ავტორთა წრის გაფართოებაში. ასევე ამოქმედდება სტაჟირების პროგრამა, რისთვისაც დაგეგმილია პილოტური ჯგუფის შექმნა 15-მდე ინტერნის მონაწილეობით.  პროექტი ასევე მიზნად ისახავს ეთიკის კომისიის მხარდაჭერასა და კომისიის ახლადარჩეული წევრებისთვის პრაქტიკის განზოგადებასა და გადაწყვეტილების წერის შესახებ ტრენინგების ჩატარებას. პროექტის ფარგლებში ასოციაცია მოაწყობს შეხვედრებს, რომელთა მიზანია ინფორმაციის გაცვლა ადვოკატებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის და სასამართლოებში ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრება. დაგეგმილია ადამიანის უფლებათა კვარტალური ბიულეტენების გამოქვეყნება ევროსასამართლოს იმ გადაწყვეტილებების მიმოხილვით, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის.

USAID
Top of Page