COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პროექტის ხანგრძლივობა: 15 სექტემბერი, 2021 – 14 დეკემბერი, 2021 

თანხის ოდენობა: USD $6,914.39

პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას. ზემოთაღნიშნული განხორციელდება სასამართლოსა და პროკურატურის ინსტიტუციური სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გზების ძიებისა და ადვოკატირების საშუალებით. სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღმოსაფხვრელად, უკვე გამოქვეყნებულ კვლევებზე დაყრდნობით, პროექტის გუნდი  პოლიტიკის დოკუმენტსა და რეკომენდაციების პაკეტს შეიმუშავებს. ნაშრომში განხილული იქნება ვეტინგის პროცედურები, რომლებიც მიზნად ისახავს სისტემის განახლებას; ასევე ისეთი საპარლამენტო მექანიზმები, რომლებიც სასამართლო სისტემის ინსტიტუციური კორპორატივიზმის პოლიტიკური შეფასებისკენ არის მიმართული. პოლიტიკის დოკუმენტი მოიცავს ვეტინგის პროცესში სხვადასხვა ორგანოების როლებს შეფასებას. ნაშრომი და რეკომენდაციები, რომელსაც  კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წევრები გაეცნობიან,  მათი შეთავაზებების შესაბამისად განახლდება.

პროექტი, ასევე ითვალისწინებს პროკურატურის არსებული ინსტიტუციური გამოწვევების ანალიზს და სისტემური რეფორმების მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი შეიმუშავებს პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც შეაფასებს პროკურატურის ფორმალურად დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების შედეგებს. პოლიტიკის დოკუმენტი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საპროკურორო საბჭოს სტრუქტურა და უფლებამოსილება, უფლებამოსილების გადანაწილება საბჭოსა და გენერალურ პროკურორს შორის და გენერალური პროკურორის არჩევის წესები. ნაშრომში ასევე, საუბარი შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც შემუშავებულია 19 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე და ამჟამად განიხილება პარლამენტში. დოკუმენტსა და რეკომენდაციებს უკუკავშირისთვის კოალიციის წევრები და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები გაეცნობიან.

პოლიტიკის დოკუმენტები ადვოკატირების ექვს შეხვედრაზე განიხილება დაინტერესებულ მხარეებთან და ჯგუფებთან. სოციალური სამართლიანობის ცენტრი დამატებით შეიმუშავებს ოთხ მულტიმედია პროდუქტს, რომელიც ასახავს კვლევების შედეგებს და რეკომენდაციებს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, აღნიშნული მასალა სოციალურ მედიაში განთავსდება.

USAID
Top of Page