საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) - მოწყვლადი ჯგუფების იურიდიული დახმარება
ხანგრძლივობა: 09.01.2021 – 11.30.2021
თანხის ოდენობა: $10,000.00
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს უმცირესობების, მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროექტის ფარგლებში მოხდება სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; და გაგრძელდება სამართალწარმოება მიმდინარე საქმეებზე. საია გააგრძელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე, რომლებიც PROLoG-ის ქვე-პროექტის ფარგლებში იყო წარმოებული. ამასთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი იქნება ოჯახში ძალადობასთან, ქალთა საკუთრების უფლებების დაცვასთან, საოჯახო სამართალთან დაკავშირებულ საქმეებზე და სხვა საკითხებზე, რომლებიც ქალთა გაძლიერებას შეუწყობს ხელს.