COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო - მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების გაზრდა სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის შეფასების გზით

ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2021 – 31 ოქტომბერი, 2021

თანხის ოდენობა: თანხის ოდენობა: USD 15,900

პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს ქართველი მოსამართლეების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირებას სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის შეფასების გზით.

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო, საერთაშორისო ექსპერტის დახმარებით, შეიმუშავებს მეთოდოლოგიას გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხს შესაფასებლად და ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე გაანალიზებს ქართველი მოსამართლეების მიერ მიღებულ 100-მდე გადაწყვეტილებას. პროექტში ჩაერთვება ათი ექსპერტი, მათ შორის ცნობილი მეცნიერები და ყოფილი მოსამართლეები. ექსპერტები შეაფასებენ დასაბუთების სამართლებრივ ასპექტებს. ისინი შეისწავლიან, თუ როგორ იყენებს მოსამართლე კანონებს, აფასებს ფაქტებს, განიხილავს მტკიცებულებების სანდოობას, იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, უზრუნველყოფს მსჯელობის სიცხადეს და ა.შ.

პროექტის შედეგად შემუშავდება ანგარიში,  რომელიც შეისწავლის ქართველი მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ძირითად პრობლემებს. დასკვნები და რეკომენდაციები გადაეცემა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის უმაღლეს სკოლას, პარლამენტს, სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

პროექტი ხელს შეუწყობს რეფორმებს მოსამართლეთა დანიშვნების, ტრენინგის, ანგარიშვალდებულებისა და პროფესიული შეფასების სფეროებში.

USAID
Top of Page