საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) - სასამართლოში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა მოსამართლეების გაძლიერების გზით
ხანგრძლივობა: 20 ნოემბერი, 2020 - 30 სექტემბერი, 2021
თანხის ოდენობა: $36,668
პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია ქართველი მოსამართლეების გაძლიერება სოციალური მედიის კამპანიის საშუალებით. კამპანია ეხება სამართლიან და კეთილსინდისიერ მოსამართლეზე წარმოდგენის შექმნას და ქართველი მოსამართლეების მიერ მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილებების პოპულარიზაციას.
ამ მიზნით GDI თარგმნის და გაავრცელებს ათ მოკლე ვიდეოს, რომლებიც მოსამართლეთა ჰუმანურობასა და სამართლიანობას ასახავს. წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე GDI ასევე შეარჩევს ქართველი მოსამართლეების მიერ მიღებულ ათ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მოამზადებს მასალებს ამ გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. აღნიშნული მოიცავს ელექტრონულ ბარათებს, ქეისების ანალიზსა და ბლოგებს, რომლებიც სოციალურ მედიაში გამოქვეყნდება. მოსამართლეები მოწვეულნი იქნებიან საჯარო დებატებში, რომლებიც მიეძღვნება მათ გადაწყვეტილებებში ასახული საკითხების განხილვას. დებატები მოეწყობა სამართლის სკოლებთან თანამშრომლობით. პროექტი მოსამართლეობის დადებითი მხარეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას და სტუდენტების, სამართლის სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოების მიერ პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებების უკეთ გააზრებას შეუწყობს ხელს.