საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) - 2021 წელს სასამართლოში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება
ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2021 – 30 ნოემბერი, 2021
თანხის ოდენობა: თანხის ოდენობა: USD 48,758
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმების ხელშეწყობას. GDI დააკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესებს.
ინფორმაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან ინტერვიუების შესახებ გავრცელდება საინფორმაციო ბარათების საშუალებით. ბარათებში მოცემული იქნება ყველაზე საინტერესო კითხვები და პასუხები. პროცესის პარლამენტში გადატანის შემდეგ GDI მონაწილეობას მიიღებს საკომიტეტო მოსმენებში. პროექტის გუნდი მოამზადებს გაცნობით ვიდეოებს კანდიდატის ბიოგრაფიით და მოკლე ვიდეოებს საკომიტეტო მოსმენებიდან. ბარათები და ვიდეოები გავრცელდება „მინდა ვენდო სასამართლოს“ (Make Courts Trustworthy) ფეისბუქ გვერდის საშუალებით. GDI ასევე მოამზადებს ანგარიშებს, რომლებიც შეაფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის და საბჭოს წევრობის კანდიდატებს, რათა დეპუტატებმა ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციის სხვა წევრებთან ერთად GDI შეიმუშავებს და ადვოკატირებას გაუწევს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებს, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პრობლემებს და მოაწყობს ონლაინ კონფერენციას ამ თემაზე.
GDI განაგრძობს ადვოკატირებას სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის დისკუსიების ორგანიზების გზით. პროექტი უზრუნველყოფს საზოგადოებრივ კონტროლს და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესში და ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან სფეროებში რეფორმების განხორციელებას.