უფლებები საქართველო - ძალადობის მსხვერპლ ქალთა სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა ადვოკატირების კამპანიისა და სისხლის სამართლის პროცესის დროს დაკითხვების მონიტორინგის გზით
ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2021 – 31 ოქტომბერი, 2021
თანხის ოდენობა: თანხის ოდენობა: USD 19,854
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს ძალადობის მსხვერპლ ქალთა სამართლიანი სასამართლო უფლების დაცვას საქართველოს სასამართლოებში ინფრასტრუქტურისა და დაკითხვის პროცესის შეფასების საშუალებით.
პროექტის გუნდი დააკვირდება ძალადობის მსხვერპლი ქალების დაკითხვის 30 პროცესს თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში და შეაფასებს სასამართლოს ინფრასტრუქტურას თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის და თელავის სასამართლოებში. მონიტორინგის შედეგად პროექტის გუნდი შეაფასებს, ხდება თუ არა ქალების დაკითხვა ისეთ გარემოში, რომელიც გამორიცხავს მათ ხელახალ ვიქტიმიზაციას და უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას. მონიტორები შეავსებენ პროექტის კითხვარებს. ისინი ასევე იხელმძღვანელებენ ქცევის სპეციალური კოდექსით. სახალხო დამცველის ოფისი მონიტორებს დახურულ სასამართლო პროცესებზე წვდომაში დაეხმარება. მონიტორინგის შედეგად შემუშავდება ანალიტიკური ანგარიში. ანგარიშის ავტორები დასკვნებსა და რეკომენდაციებს გააცნობენ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს. პროექტის გუნდი ასევე მოამზადებს ვიზუალურ მასალას და ვიდეო ბლოგებს.
პროექტი ხელს შეუწყობს ძალადობის მსხვერპლ ქალთა მეორადი ვიქტიმიზაციის შემცირებას და სასამართლო განხილვებში დისკრიმინაციის თავიდან აცილებას.