საქართველოს პროგრესული ფორუმი (GPF) - ცნობიერების ამაღლების კამპანია ქალთა შრომითი უფლებების ხელშეწყობის, დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციისა და შევიწროების აღმოფხვრის მიზნით
ხანგრძლივობა: 03.01.2021 – 10.31.2021
თანხის ოდენობა: $24,902.00
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს ქალთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილას დისკრიმინაციისა და შევიწროების აღმოფხვრას საქართველოში. პროექტი განახორციელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელიც ხელს შეუწყობს შრომითი უფლებებისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისათვის ახლად მიღებული საქართველოს შრომის კოდექსის ფარგლებში. GPF იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შვებულება ბავშვის მოვლის გამო, დამატებითი გარანტიები ორსულ და მეძუძურ ქალთათვის და დასაქმების ადგილზე დისკრიმინაცია, მათ შორის შევიწროება და სექსუალური შევიწროება. პროექტი ასევე ორიენტირებული იქნება ახლად დაარსებული შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის, მისი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. ცნობიერების ამაღლების კამპანია ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება და მთელ საქართველოს მოიცავს. პროექტი GPF-ის მიერ სოლიდარობის ცენტრთან (SC) და საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრთან (CIPE) პარტნიორობით განხორციელებული დიდი ინიციატივის ნაწილს წარმოადგენს.