ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) - სასამართლოს გამჭვირვალობის გაძლიერება საქართველოში
ხანგრძლივობა: 04.24.2020-01.23.2021
თანხის ოდენობა: $33,137.00
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს სასამართლოს გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას. პროექტი შეისწავლის საერთაშორისო სტანდარტებს, ეროვნულ კანონმდებლობას და პრაქტიკას და სასამართლოების ვებგვერდებს საქართველოს სასამართლოების გამჭვირვალობის შესაფასებლად. პროექტის ფოკუსია სასამართლო სტატისტიკა და გამოქვეყნებული ინფორმაცია (მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებები). ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი შეისწავლის, თუ რა სახის ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება ხდება სასამართლოში და რა სირთულეები და პრობლემები არსებობს ამ მხრივ. კვლევის შედეგად მომზადებულ კომპლექსურ ანგარიშში შევა რეკომენდაციები კანონმდებლობისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.