ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) - მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
ხანგრძლივობა: 05.25.2020 – 03.24.2021
თანხის ოდენობა: $30,210
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ადმინისტრაციული და სხვა სახის ბარიერების გამოვლენის და მათი დაძლევისათვის რეკომენდაციების შეთავაზების გზით. EMC შეიმუშავებს მეთოდოლოგიურ ჩარჩოს ყველა სტრუქტურული და არსობრივი ფაქტორის შესასწავლად, რომლებიც ხელს უშლიან ინდივიდებს სასამართლოში საქმის წარდგენაში. EMC დაეყრდნობა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერების შესახებ მათ მიერ ადრე განხორციელებული რაოდენობრივი კვლევის შედეგებს და გაამდიდრებს მათ თვისებრივი კვლევითაც. ამ კვლევის ობიექტები იქნებიან სასამართლოს მომხმარებლები და ასევე ის მოქალაქეებიც, რომელთაც ჰქონიათ სამართლებრივი საჭიროება, მაგრამ არ მიეცათ მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუტებისათვის მიმართვის შესაძლებლობა. კვლევა შეეხება იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობას, ფინანსურ, გეოგრაფიულ, სოციალურ და კულტურულ ბარიერებს, ასევე ინსტიტუციურ და საკანონმდებლო შეზღუდვებს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით EMC შეიმუშავებს რეკომენდაციებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის და განახორციელებს ადვოკატირებას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.