იურიდიული დახმარების სამსახური - იურიდიული დახმარების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება
ხანგრძლივობა: 02.15.2019 - 01.14.2021
თანხის ოდენობა: $36,254.3
პროექტის აღწერა: პროექტი იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც მისი ადვოკატების შესაძლებლობების გაზრდას, განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის საშუალებით ადვოკატირების უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და ტრენინგ-ცენტრის კომპიუტერით, პრინტერით, პროექტორითა და ეკრანით, ბანერით, დაფითა და ფლიპ-ჩარტით აღჭურვას მოიცავს. 2019 წლის განმავლობაში, სამსახურმა USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, მისი ადვოკატების გადამზადების სისტემის შესახებ კონცეფცია შეიმუშავა, რომლის დახმარებითაც ტრენინგ-საჭიროებების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის შემუშავება, გადამზადების წლიური გეგმების შედგენა და ადვოკატების სპეციალიზაციის განსაზღვრა მოხდება. ამასთანავე, სამსახურის ადვოკატთა პროფესიული გადამზადება PROLoG-ის მხარდაჭერით უშუალოდ ტრენინგების ჩატარების, ან ქართველ მოსამართლეებთან მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე მრგვალი მაგიდა-დისკუსიების ორგანიზების გზით ხორციელდება. ამ მიზნებისათვის, PROLoG-ის საგრანტო მხარდაჭერა ტრენინგ-საჭიროებების შეფასების საშუალებით, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე ტრენინგ-მოდულების შემუშავებასა და 15 ტრენინგის ჩატარებას მოიცავს.