თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - ადამიანის უფლებების განათლების ხელშეწყობა სწავლებით, კვლევით და დისკუსიებით
ხანგრძლივობა: 04.10.2020 - 04.09.2021
თანხის ოდენობა: $32,087.30
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს სამართლის სტუდენტებს, პროფესორებსა და იურისტებში ადამიანის უფლებების განათლების ხელშეწყობას სწავლებით, კვლევით და დისკუსიებით, ასევე სტუდენტების, პროფესორების და პრაქტიკოსი იურისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ადამიანის უფლებების მიმართულებით.