კავშირი საფარი - ქალთა უფლებების დაცვა
ხანგრძლივობა: 04.15.2020 – 06.14.2021
თანხის ოდენობა: $43,109.98
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვას სტრატეგიული სამართალწარმოების, იურიდიული დახმარებისა და ცნობიერების ამაღლების გზით, განსაკუთრებით აზერბაიჯანელ ქალთა და გოგონათა მიმართ, რომლებიც სხვადასხვა საზიანო პრაქტიკების მსხვერპლნი არიან საქართველოში. პროექტი უზრუნველყოფს ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციასა და სიღარიბის ფემინიზაციასთან ბრძოლას. კავშირი საფარი იურიდიულ დახმარებას გაუწევს ბენეფიციარებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქალთა მიმართ ძალადობა, ქალთა ქონებრივი უფლებები, მემკვიდრეობა, ბავშვის მეურვეობა, განქორწინება და სხვა საოჯახო დავები საქართველოს მასშტაბით, თბილისის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებზე ორიენტირებით. პროექტი აგრეთვე განახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევების არაეფექტური რეაგირება/გამოძიება პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან და ფემიციდი. კავშირი საფარი აგრეთვე გაუწევს ფსიქოლოგიურ დახმარებას ძალადობის მსხვერპლებს.