პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) - ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში
ხანგრძლივობა: 04.15.2020 – 03.14.2021
თანხის ოდენობა: $42,977.83
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების ადვოკატირებას სტრატეგიული სამართალწარმოებისა და ცნობიერების ამაღლების გზით. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სახელმწიფო ინსტიტუციურ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვები, და ბავშვები, რომლებიც განიცდიან ძალადობას და დისკრიმინაციას შეზღუდული უნარების, სქესის, ასაკის, და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. PHR იურიდიულ დახმარებას გაუწევს ბავშვებს და მათ მეურვეებს თბილისის მასშტაბით, თუმცა პროექტის მიზნებიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში რეგიონებსაც მოიცავს. PHR გამართავს ბავშვთა უფლებების შესახებ მრგვალი მაგიდის შეხვედრებსა და ტრენინგებს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით იმუშავებს ბავშვთა ინტერესების სათანადო და ეთიკური წარმომადგენლობის საკითხზე.