საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) - COVID-19 ვირუსის შედეგად დაზარალებულ დასაქმებულთა სამართლებრივი დახმარება
ხანგრძლივობა: 04.20.2020 – 02.19.2021
თანხის ოდენობა: $29,916
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების შედეგად დაზარალებული დასაქმებულების უფლებების დაცვას და იურიდიული დახმარების გაწევას. პროექტის სამიზნე ჯგუფი მოიცავს დასაქმებულებს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან უმცირესობები, ქალები და მოხუცები. პროექტის იურისტები იურიდიულ დახმარებას გაუწევენ თბილისის ოფისის და გორისა და ქუთაისის ორი რეგიონული ოფისის მეშვეობით. GTUC ხელს შეუწყობს ინდივიდებს მათი შრომის უფლებების დაცვაში იურიდიული დახმარების, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების მეშვეობით. პანდემიის პერიოდში იურიდიული დახმარების გაწევა მოხდება ონლაინ ან სატელეფონო კონსულტაციების მეშვეობით, ხოლო მას შემდეგ რაც უსაფრთხო გახდება გარემო, პირდაპირი კონსულტაციების საშუალებით, იმ დასაქმებულთათვის, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები ან დაირღვა მათი შრომითი უფლებები. პროექტის განმავლობაში GTUC ჩაატარებს ინტერაქციულ ონლაინ სესიებს შრომითი უფლებებისა და სხვა მსგავსი საკითხების თაობაზე, მოამზადებს PSA-ებს, ელექტრონულ ბიულეტენებს და სხვა მასალებს.