COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA) - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერა

ხანგრძლივობა 05.01.2016 – 12.31.2020

თანხის ოდენობა$174,217.6

პროექტის აღწერაპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერასა და ორგანიზაციის გაძლიერებას ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის გაუმჯობესების, პროფესიაში შესვლის თანამედროვე სისტემის შემუშავების, ეთიკის კომისიის მუშაობის გაძლიერების გზითა და კომისიის ახლადარჩეული წევრების უნარ-ჩვევების ტრენინგების დახმარებით დახვეწას, იურიდიული კლინიკის პროგრამის შექმნასა და გაფართოებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უფრო მეტი სტუდენტის ჩართვა, მათთან კარიერის შესახებ საუბრების წარმოებას, ასოციაციის ეთიკის კომისიასა და სასამართლოს ისეთ დისციპლინურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, როგორებიცაა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისი და ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრების მოწყობას, ეთიკის კომისიის წევრების ასოციაციის რეგიონულ ოფისებში ვიზიტებს, რათა მრგვალი მაგიდა-დისკუსიების საშუალებით მოხდეს საექსპერტო ცოდნის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და იმ გამოწვევების შესახებ დისკუსიის წარმოება, რაც ადვოკატთა ეთიკურ ქცევას უკავშირდება. წლების განმავლობაში გაწეული დახმარება მიმართულია ასოციაციის ეთიკის კომისიის კოლეგიებს შორის დისციპლინური გადაცდომების მიმართ ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე, რაც ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების გამოქვეყნებითა და კომისიის მოქმედი და მომავალი წევრებისათვის სახელმძღვანელოს შემუშავებით ხორციელდება. საგრანტო მხარდაჭერა ასევე მოიცავს სამართლებრივ სისტემაში თანამშრომლობის განმტკიცებასა და პროფესიონალიზმის გაზრდას, რაც მოსამართლეებს, პრაქტიკოს იურისტებსა და პროკურორებს შორის ინფორმაციისა და იდეების გაცვლის ხელშეწყობას გულისხმობს და ბენჩ-ბარ შეხვედრების ინსტიტუციონალიზაციას ისახავს მიზნად.  ასოციაცია შეიმუშავებს ადვოკატთა შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს და მოახდენს ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის მოდერნიზებას. იგეგმება 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ასოციაციის როლის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება, ასევე ადამიანის უფლებების შესახებ კვარტალური ბიულეტენის გამოცემა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ პრეცედენტებს და სიახლეებს ასახავს, რაც ქართული სამართლებრივი სისტემისთვისაა რელევანტური. ამასთანავე, PROLoG-ის გრანტის საშუალებით ასოციაცია შეძლებს მისი წევრების განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის საშუალებით ადვოკატირების უნარ-ჩვევების განმტკიცებას, რაც სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კასკადური და პოლიტური ტრენინგების საშუალებით განხორციელდება.

USAID
Top of Page