დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (NCCE) - ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის
ხანგრძლივობა: 02.01.2017 – 06.30.2020
თანხის ოდენობა: $131,420.29
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა საკითხებზე ცენტრსა და რეგიონებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ინფორმაციის გაცვლას. პროექტის განხორციელება 2017 წლის თებერვალში დაიწყო და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან, საქართველოს პარლამენტთან, გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, საქართველოს სახალხო დამცველთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწესთან ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში თანამშრომლობით მასპინძლობს საინფორმაციო შეხვედრებს. ამ შეხვედრების დროს შერჩეული სპიკერები, მათ შორის ექსპერტები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის ოფისის, შსს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მსჯელობენ საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის ქალთა უფლებები (გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება, ოჯახში ძალადობა, ქალები და ბიზნესი, ადრეული ქორწინება, ქალთა დასაქმება და ა.შ), სექსუალური შევიწროვების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციები, ქალთა შრომის უფლებები. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ორგანიზებას უწევს და ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს, დისკუსიებს, ინტერვიუებს ადგილობრივ სატელევიზო არხებზე, საჯარო ლექციებს ადგილობრივ უნივერსიტეტებში მისი ათი რეგიონალური ოფისის მეშვეობით. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ასევე ეხმარება დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის და ცოდნის გაზრდის კუთხით იურიდიულ საზოგადოებაში, მათ შორის ადვოკატებს, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და ზოგადად საზოგადოებას შორის და ამ მიზნით ორგანიზებას უკეთებს შეხვედრებს ადვოკატებთან და სტუდენტებთან ადგილობრივ უნივერსიტეტებში ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში და გორში.