სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი - ნოუთბუქები ონლაინ სწავლისათვის
ხანგრძლივობა: 1 თვე
თანხის ოდენობა: USD 4 940
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს სულხან-საბას სასწავლო უნივერსიტეტისთვის (SabaUni) ლეპტოპების შეძენის გზით, დაეხმაროს იურიდიული ფაკულტის სტუდენტებს ონლაინ სწავლასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში. SabaUni შეიძენს 12 ლეპტოპს, რომლებიც სტუდენტებს დროებითი მოხმარებისთვის გადაეცემათ. ადრესატების შერჩევა მოხდება მათი საჭიროებებისა და აკადემიური დავალებების გათვალისწინებით. ლეპტოპები უნივერსიტეტს დაუბრუნდება გაზაფხულის სემესტრის ბოლოს და გადაეცემა ახალ ჯგუფს შემოდგომის სემესტრის დასაწყისში. პროექტი უზრუნველყოფს იმ სტუდენტების ტექნიკურ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება, რათა ისინი პანდემიის პერიოდში აკადემიურ პროცესში სრულად ჩაერთონ.