მწვანე სექტორი - სამართლებრივი პრობლემების ამსახველი ფილმების საგანმანათლებლო პლატფორმა
ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2021 - 30 ივნისი, 2021
თანხის ოდენობა: USD 4,600
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს იურიდიული განათლების პროგრამებში ინოვაციური მეთოდების შემოტანას, კერძოდ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სამართლის სწავლების დანერგვას ფილმების საშუალებით. ექსპერტების ჯგუფი შეიმუშავებს სახელმძღვანელოს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ფილმების გამოყენება სამართლებრივი ცნებების სწავლებისთვის. სახელმძღვანელო ასევე მოიცავს ინფორმაციის წყაროებსა და ფილმოგრაფიას. საწყის ეტაპზე ტრენინგს გაივლის 8 პროფესორი და 20 სტუდენტი, რომლებიც შემდგომში ჩაერთვებიან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული ფილმების შესახებ დისკუსიის წარმართვაში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს შვიდი ფილმის ჩვენებას, რომელიც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, თავდაპირველად ონლაინ, ხოლო შემდეგ, სპეციალურ აუდიტორიაში გაიმართება. სამართლებრივი ცნებების ამსახველი მხატვრული ნაწარმოებების გააზრება სტუდენტებს დაეხმარება სამართლის ცოდნის გაღრმავებაში.