საქართველოს მედიატორთა ასოციაცია - მედიაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში
ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2021 - 31 მარტი, 2021
თანხის ოდენობა: USD 4,765
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს პანდემიის პერიოდში და მის შემდეგ მედიაციის მხარდაჭერას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის (MAG) ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდის საშუალებით. პროექტი ითვალისწინებს მედიატორებისა და დავის მხარეებისთვის კომპიუტერებისა და ოფისის მოწყობილობების შესყიდვას. ამასთან, მედიატორთა ასოციაცია დაეხმარება თბილისის, მცხეთისა და რუსთავის სასამართლო მედიაციის ცენტრებს მედიაციაზე გაზრდილ მოთხოვნასთან გამკლავებაში. MAG შეისყიდის ორ კომპიუტერს, ორ ლეპტოპს, პრინტერის ორ აპარატსა და ოფისის ავეჯს. ასევე, სასამართლო მედიაციის ცენტრებსა და MAG-ს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მედიაციის ცენტრებს ჩაუტარდებათ ტრენინგი.
პროექტი ხელს შეუწყობს MAG-ის საქმიანობას და მის წევრებს დისტანციური მედიაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობას მისცეს; ასევე მოემსახურება მედიაციის პროცესში მხარეების ჩართულობის გაზრდასა და, გრძელვადიან პერსპექტივაში, სასამართლოს დატვირთვის შემცირებას.