COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საქართველოს სამართლის ინსტიტუტი (GLI) - მოწყვლადი ჯგუფების იურიდიული განათლება და მათი შრომითი უფლებების დაცვა

ხანგრძლივობა: 15 იანვარი, 2021 – 14 მარტი, 2021

თანხის ოდენობა: USD 2,605

პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს შრომითი უფლებების დაცვას პანდემიის პერიოდში და არა მხოლოდ. პროექტი ითვალისწინებს სამართლის პროფესორების, იურიდიული კლინიკის მენტორებისა და უნივერსიტეტის იურისტებისთვის ტრენინგების ჩატარებას შრომის კოდექსის ცვლილებების შესახებ. პროექტის ფარგლებში 11 უნივერსიტეტის ოცამდე წარმომადგენლისთვის ჩატარდება ოთხი სამსაათიანი ტრენინგი, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა, ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოსა და სტაჟირების რეგულირება, ზეპირ შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებული შეზღუდვები, სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური და ღამის საათებში მუშაობა, დეკრეტული შვებულება და შეღავათები, მასობრივი დათხოვნა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, შრომის ინსპექციის მანდატი და ა.შ. სასწავლო მასალები შემუშავდება მონაწილეთა საჭიროებების შეფასების საფუძველზე.

პროექტის გუნდი მოამზადებს დოკუმენტს, რომელშიც მოცემული იქნება კითხვები და პასუხები შრომის კოდექსის არსებითი ცვლილებების შესახებ. დოკუმენტი განთავსდება GLI-ის ვებგვერდზე და სოციალურ მედიაში. ტრენინგების შეფასებაზე დაყრდნობით მომზადდება მოკლე ანგარიში სამართლის ფაკულტეტისა და კლინიკის მენტორების დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ. პროექტის შედეგებით ისარგებლებენ სამართლის სტუდენტები, ასევე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები -- სამართლის კლინიკის ბენეფიციარები და უნივერსიტეტების თანამშრომლები.  

USAID
Top of Page