ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (NCADR) - ონლაინ სწავლებისა და საუნივერსიტეტო კლინიკის სტუდენტების ონლაინ მედიაციაში მონაწილეობის ხელშეწყობა
ხანგრძლივობა: 10.15.2020 – 03.15.2020
თანხის ოდენობა: $ 3,800
პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას ონლაინ მედიაციის სერვისის საშუალებით, აგრეთვე ონლაინ სწავლების გაუმჯობესებას და საუნივერსიტეტო კლინიკის სტუდენტების მედიაციაში ჩართვას. ამ მიზნით მოხდება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) ვებგვერდის განახლება იმისთვის, რომ კლინიკამ შეძლოს დისტანციურად ფუნქციონირება. პროექტის ფარგლებში ამჟამინდელ ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია მედიატორების, პროცედურების, ფორმებისა და დაგეგმვის შესახებ; მოხდება საქმეების ელექტრონული სახით შეტანა და მედიაცია ჩატარდება პროგრამა “Zoom”-ის მეშვეობით. დღემდე პოტენციურ ბენეფიციარებს ფიზიკურად უწევდათ კლინიკაში მისვლა, ინფორმაციის მიღება და მედიაციის პროცედურების გავლა, რაც სავარაუდოდ, მკაცრად შეიზღუდება შემოდგომაზე, როდესაც სასწავლო წელი დაიწყება. მედიაციის სერვისების ონლაინ სივრცეში გადატანა შესაძლებლობას მისცემს კლინიკას, რომ შეინარჩუნოს რეალური კლიენტები, თსუ-ს კლინიკის სტუდენტებს - მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება ბენეფიციარებისთვის წარმომადგენლობის გაწევის კუთხით, და ბენეფიციარებს - ისარგებლონ კლინიკის მიერ შეთავაზებული უფასო მომსახურებით.
პროექტი დაფინანსებულია COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში.