სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი - სამართლებრივი განათლების ონლაინ პლატფორმა
ხანგრძლივობა: 05.15.2020 – 11.30.2020
თანხის ოდენობა: $ 4,975
პროექტის აღწერა: პროექტი ხელს შეუწყობს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს (საბაუნი) იურიდიული საგანმანათლებლო პროგრამების ონლაინ სასწავლო რესურსების შემუშავებაში. საბაუნი შეიძენს სერვერსა და სერვერის მყარ დისკებს იურიდიული ლიტერატურის გაციფრულებისა და სისტემატიზაციისთვის, ვიდეო ლექციების ჩასაწერად და სპეციალური ვებ-პლატფორმის შესაქმნელად, სადაც ეს მასალები კატალოგის სახით იქნება ხელმისაწვდომი. საბაუნი შეკრებს საკუთარ გამოცემებს, აგრეთვე დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის - უნივერსიტეტის კვლევითი განყოფილების გამოცემებს, ღია წყაროებსა და კლასიკურ ქართულენოვან ნაშრომებს, რომლებიც არ საჭიროებს ნებართვას გამოსაქვეყნებლად. მასალები ხელმისაწვდომი იქნება ისეთ ფორმატში, რომელიც ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის გამოყენების საშუალებას იძლევა. უნივერსიტეტი ასევე მოამზადებს ლექციების ვიდეოჩანაწერებს იურიდიულ საკითხებზე, რომლებიც აიტვირთება იმავე ვებ–პლატფორმაზე. საბაუნი ამ ინიციატივას მიიჩნევს გრძელვადიანი პროექტის/გეგმის პირველ ეტაპად, რომლის მიზანი ქართულენოვანი იურიდიული ლიტერატურის ყოვლისმომცველი ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაა. საბაუნის სტუდენტები და ლექტორები, და ყველა დაინტერესებული პირები ისარგებლებენ ამ ინიციატივით, რომელიც დაეხმარება უნივერსიტეტს გაუმკლავდეს არამხოლოდ COVID-19-ის შედეგად შექმნილ გამოწვევებს, არამედ აგრეთვე უზრუნველყოს რესურსები ონლაინ სწავლებისათვის.
პროექტი დაფინანსებულია COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში.