COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

კავშირი საფარი - ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები

ხანგრძლივობა:  05.01.2020-06.30.2020

თანხის ოდენობა: $5,000

პროექტის აღწერა: საფარი უზრუნველყოფს უფასო, დაცული და დამალული მობილური დახმარების აპლიკაციის შექმნას ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის, რომლებიც კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩდნენ Covid-19 პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში. საფარი გადათარგმნის და საქართველოს საჭიროებებს მოარგებს აპლიკაციას „უსაფრთხო შენ“, რომლის ტესტირებაც ახლა მიმდინარეობს სომხეთში. მობილური აპლიკაცია საშუალებას აძლევს ქალებს, რომლებიც საფრთხეში არიან, გაუგზავნონ უფასო შეტყობინება თავიანთი გეოლოკაციით წინასწარ შერჩეულ კონტაქტებს (პირებს, მათი სატელეფონო კონტაქტების სიიდან, ისევე როგორც არასამთავრობოებსა და პოლიციას) მხოლოდ ღილაკზე დაჭერით. აპლიკაციას აქვს თავის დამალვის შესაძლებლობა, იმისათვის, რომ მოძალადე პარტნიორმა ვერ შეამჩნიოს, აპლიკაციის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ იპოვონ და დაუკავშირდნენ ახლოს მდებარე არასამთავრობოებსა და ქალთა უფლებების დამცველებს. საფარი უზრუნველყოფს აპლიკაციის სრულად ადაპტირებას და ფუნქციონირებას საქართველოში და შექმნის სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, პოლიციის, და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და პროფესიონალების ქსელს მხარდაჭერისათვის. საფარი განათავსებს აპლიკაციის რეკლამას და ასევე ასწავლის ქალებს, როგორ გამოიყენონ ის. საფარის გათვლით, დაახლოებით 5000 ქალი გადმოიწერს და გამოიყენებს აპლიკაციის მომსახურებას ორთვიანი საპილოტე პერიოდის განმავლობაში.

პროექტი დაფინანსებულია COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

USAID
Top of Page