უფლებები საქართველო - საქართველოს სასამართლოების საქმიანობაზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შეფასება
ხანგრძლივობა: 05.01.2020-08.15.2020
თანხის ოდენობა: $3,657
პროექტის აღწერა: პროექტი შეაფასებს COVID-19-ის პანდემიის გავლენას სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან ასპექტებზე. უფლებები საქართველო დააკვირდება საქართველოს სასამართლოების საქმიანობას პანდემიით განპირობებული შეზღუდვების პერიოდში. ავადმყოფობის საფრთხეებისა და საგანგებო მდგომაროებით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რამდენიმე რეკომენდაცია სასამართლოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით: საქმეების დიდი ნაწილის ზეპირი მოსმენა არ ტარდება, საჭიროების შემთხვევაში სხდომები ტარდება დისტანციურად ინტერნეტის საშუალებით, რაც ზღუდავს მედიისა და საზოგადოების დასწრებას სხდომებზე.
უფლებები საქართველო დააკვირდება დისტანციურ სხდომებს და გამოკითხავს ადვოკატებს, პროკურორებს, სასამართლოს თანამშრომლებს და ჟურნალისტებს. პროექტი შეისწავლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა მედიისა და საზოგადოების წვდომა სასამართლო სხდომებზე; კომუნიკაცია ადვოკატსა და კლიენტს შორის პროცესის დროს; მოსამართლეების მიერ სასამართლო დარბაზის მართვა; კომუნიკაცია დაკავებულ მოპასუხეებთან; მხარეთა მონაწილეობა და ინტერაქცია სხდომის დროს; მთარგმნელობითი სერვისები პროცესის იმ მონაწილეთათვის, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას; დოკუმენტების ელექტრონულად ჩაბარება და ა.შ. პროექტის ფარგლებში მომზადდება მცირე შუალედური ანგარიშები და საბოლოო ანგარიში, რომელშიც აისახება რეკომენდაციები მხარეებისთვის. გარდა ამისა, ჩატარდება ონლაინ კონფერენცია და სოციალურ მედიაში გამოქვეყნდება ინფოგრაფიკები, ბლოგები და ვლოგები პროექტის მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
პროექტი დაფინანსებულია COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში.