საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) - მედია კამპანია COVID-19-თან დაკავშირებული სტერეოტიპებისა და სტიგმის წინააღმდეგ
ხანგრძლივობა: 04.28.2020-06.27.2020
თანხის ოდენობა: $4,200
პროექტის აღწერა: პროექტი მიმართულია COVID-19-თან დაკავშირებული სტერეოტიპებისა და სტიგმის წინააღმდეგ. GDI მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე მოამზადებს ვიდეო-რგოლს ფეისბუქისა და ტელევიზიებისთვის. ვიდეოს მიზანია შემდეგი გზავნილების მიტანა მოსახლეობამდე:
- ყველას ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავად დაავადების და არა დაავადებული ინდივიდების წინააღმდეგ;
- ხალხი უნდა გაერთიანდეს მოწყვლადი ადამიანების მხარდასაჭერად;
- მიუღებელია დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია.
ვიდეო შეიქმნება ფსიქოლოგის მონაწილეობით. გამოქვეყნებამდე მოხდება მისი ტესტირება ფოკუს ჯგუფში. ვიდეო ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გავრცელდება ტელევიზიითა და ფეისბუქის საშუალებით.
პროექტი დაფინანსებულია COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში.