შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საგრანტო კონკურსი სტრატეგიული იურიდიული დახმარების მხარდასაჭერად

არაკომერციული ორგანიზაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს პროგრამას "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG), რომლის მიზანია მართლმსაჯულების გაძლიერება სამართლიანობის უზრუნველყოფის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის გზით. პროექტის ქვემიზანს წარმოადგენს მოწყვლადი მოქალაქეებისთვის, კონკრეტულად კი ქალების, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისთვის, მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI) აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კონკრეტულად კი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და იძულებით/ადრეული ქორწინების მსხვერპლი გოგონებისთვის, სექსუალური ძალადობის ან/და სექსუალური შევიწროვების მსხვერპლებისთვის, და ასევე მათთვის, ვინც განიცდიან დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით, რელიგიის ან/და ეთნიკური კუთვნილების ან სექსუალური ორიენტაციის გამო. არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან სტრატეგიულ სამართალწარმოებასა და ცნობიერების ამაღლების პროცესში, რომლის სამიზნე ჯგუფებია: ა) ქალები და გოგონები; ბ) ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციას მათი სქესის, ეთნიკური წარმომავლობის ან რელიგიური მრწამსის გამო ან იმყოფებიან ამგვარი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ ან/და; გ) ლგბტ უმცირესობის წარმომადგენლები. 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 17:00, 5 დეკემბერი, 2016 წელი.


კითხვების წერილობით წარდგენის ბოლო ვადა: 12 საათი, 14 ნოემბერი, 2016 წელი.

საკონტაქტო პირი: ანა ჯობავა, ელფოსტა: ajobava@ewmi.org 

კონკურსის პირობების სრული ტექსტი განაცხადისა და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილების სახით.

Top of Page