შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საგრანტო კონკურსი მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგის მხარდასაჭერად

არაკომერციული ორგანიზაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ახორციელებს პროგრამას "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG), რომლის მიზანია მართლმსაჯულების გაძლიერება სამართლიანობის უზრუნველყოფის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის გზით. 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წელს ნიუ-იორკის "ღია საზოგადოების ინსტიტუტმა" დააფუძნა. ფონდი ხელს უწყობს ღია, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების წარმოჩენას, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოებაში განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას.

"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI) აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგს.

ამ კონკურსის საშუალებით "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI) და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" მიზნად ისახავენ სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ზრდას, ადამიანის უფლებების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სისტემატიური მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების განვითარების გზით. მონიტორინგი, ასევე, შეიძლება, შეეხოს სხვა დაკავშირებული სამთავრობო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და საქართველოს გაეროს ქარტიისა და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებს. პროექტის შედეგად დაწერილი ანგარიშები ადამიანის უფლებათა საბჭოსა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მეტი ღიაობისა და საზოგადოების ხელმისაწვდომობის ზრდისთვის უნდა იყოს გამოყენებული. მრავალფეროვანი და ეფექტური მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბებამ ასევე ხელი უნდა შეუწყოს უფლებებზე და არა ინსტიტუტებზე ფოკუსირებული მიდგომის ჩამოყალიბებას ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში, სხვა შესაბამის სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებში და პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში.

კონკურსის პირობების ტექსტის სრული ვერსია განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილების სახით. 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 17:00 (თბილისის დროით), 13 თებერვალი, 2017 წელი.
კითხვების წერილობით წარდგენის დრო: 12 საათი (თბილისი დროით), 17 იანვარი, 2017 წელი.

საკონტაქტო პირი: ანა ჯობავა
ელფოსტა: ajobava@ewmi.org

 

USAID
Top of Page