შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საგრანტო კონკურსი ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად

არაკომერციული ორგანიზაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს პროგრამას "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG), რომლის მიზანია მართლმსაჯულების გაძლიერება სამართლიანობის უზრუნველყოფის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის გზით. პროექტის ქვემიზანს წარმოადგენს მოწყვლადი მოქალაქეებისთვის, კონკრეტულად კი ქალების, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისთვის, მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI) აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების და მოწყვლადი ჯგუფების, კონკრეტულად კი, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, ასევე ქალების ცნობიერების ამაღლებას მათი უფლებების და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შესაძლებლობების მოძიების შესახებ. 

პროგრამის სამიზნე ჯგუფებია: ა) ქალები ბ) ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები ან/და გ) სექსუალური უმცირესობები, რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციას მათი სქესის, ეთნიკური წარმომავლობის ან რელიგიური მრწამსის გამო ან იმყოფებიან ამგვარი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ.

კონკურსის პირობების ტექსტის სრული ვერსია განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილების სახით.

 
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 17:00 (ქართული დროით), 5 იანვარი, 2017 წელი


კითხვების წერილობით წარდგენის დრო: 12 საათი (ქართული დროით), 12 დეკემბერი, 2016 წელი

საკონტაქტო პირი: ანა ჯობავა, ელფოსტა: ajobava@ewmi.org

USAID
Top of Page