შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

"სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხელშეწყობა საქართველოში"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტს (JILEP) განახორციელებს  აშშ-ს საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ. პროექტის ხანგრძლივობა: 2010 წლის 6 დეკემბერი - 2014 წლის 30 სექტემბერი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საია-ს საქმიანობებია:

  • უფასო იურიდიული დახმარების გაწევა
    საიას იურიდიული დახმარების ცენტრები კვლავაც გაუწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს იმ ადამიანებს, ვინც საჭიროებს ასეთ დახმარებას.
 
  • სასამართლო მონიტორინგი
    სასამართლო რეფორმის პროცესის მხარდასაჭერად, სამართლიანი სასამართლოს შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად; სასამართლო სისტემაში საქმეების მონიტორინგისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის შესაფასებლად, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებთან; და იმ საკითხებზე ანგარიშგებისთვის, რომლებიც ინტერესის საგანს წარმოადგენს, საია სასამართლო მონიტორინგისათვის შეარჩევს სხვადასხვა სახის საქმეებს. პროექტის განმავლობაში შემუშავდება მონიტორინგს დაქვემდებარებული საქმეების შერჩევის კრიტერიუმები და მონიტორინგის კონკრეტული  მექანიზმები. მონიტორინგი ჩატარდება თბილისში და იმ ქალაქებში, სადაც ფუნქციონირებს საიას რეგიონალური ოფისები.
 
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგი 
    ამ საქმიანობის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დეტალური წერილობითი წლიური ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება, სადაც შეჯამდება მონიტორინგის შედეგები და შეფასდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა.
 
  • საკანონმდებლო გარემოს შეცვლა
    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგისა და სასამართლო მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, საია მოამზადებს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერების მიზნით.
  • სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა 
    საია გაააქტიურებს თავის ძალისხმევას სასამართლოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის წინააღმდეგ კანონიერი საშუალებებით და, ამავე დროს, სხვა პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციით, ეცდება გამჭვირვალობის პროპაგანდას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისა და საჯაროობის მეშვეობით.

გარდა ამისა, საია, როგორც ”კოალიცია დამოუკიდებელი და ეფექტური სასამართლო სისტემისათვის” წევრი, მიიღებს მონაწილეობას და შეიმუშავებს სასწავლო მასალას, ჩაატარებს სასწავლო კურსებს ჟურნალისტებისთვის სასამართლოში სამართალწარმოების თემაზე.

USAID
Top of Page