ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) - მრავალფეროვნებისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, უმცირესობებისა და ქალების გაძლიერება
ხანგრძლივობა: 07.01.2017 – 06.30.2018
თანხის ოდენობა: $50,751
პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთაც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და საქართველოში მცხოვრები უცხოელები აწყდებიან. ამ მიზნით TDI შექმნის უმცირესობათა წარმომადგენლების ფოტო პორტრეტებს, დაიწერება საგანმანათლებლო სტატიები რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ, შეიქმნება მულტიმედია პროდუქტები, რომელებიც გადმოგვცემს ისტორიებს უმცირესობების წარმომადგენლების ცხოვრებისეული სირთულეებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებების შესახებ. TDI ასევე შექმნის სოციალურ მედია პლატფორმას სახელწოდებით „მრავალფეროვნების სახეები“. პლატფორმის საშუალებით მოხდება სისტემური პრობლემების, მათ შორის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციული გამოცდილების და პრეცედენტული საქმეების ასახვა.